ინუინაქტუნი
ინუინაქტუნი — ჩრდილოეთ კანადის ადგილობრივი ენა. არ არსებობს ერთიანი მოსაზრება მისი სტატუსის შესახებ. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას ინუკტიტუტის დიალექტად განიხილავს, რადგან ამ ენასთან მჭიდრო ნათესაური კავშირი და მსგავსება აკავშირებს. ნუნავუტისა და ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიების პროვინციების მთავრობებმა ინუინაქტუნი ინუკტიტუტთან ერთად რეგიონის ოფიციალურ ენად აღიარეს.[1]
ინუინაქტუნი Inuinnaqtun | |
გავრცელებულია | კანადა |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 4.000 |
ოფიციალური სტატუსი | კანადა: ნუნავუტის პროვინცია და ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ესკიმოსურ-ალეუტური ენები |
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-1: iu ISO 639-2: iku ISO 639-3: ikt, iku |
ინუინაქტუნზე საუბრობს კიტიკმეოტის რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი დასახლებების, კეიმბრიჯ-ბეისა და კუგლუკტუკის მაცხოვრებლები, ასევე იოა-ჰეივენის მოსახლეობა. ინუკტიტუტისაგან განსხვავებით ინუინაქტუნი იწერება არა კანადის ჩრდილოეთში გავრცელებული ადგილობრივი მარცვლოვანი დამწერლობით, არამედ ლათინური ანბანით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Northwest Territories Official Languages Act, 1988 დაარქივებული 2005-04-08 საიტზე Wayback Machine. (as amended 1988, 1991-1992, 2003)