ინტერნეტი აზერბაიჯანში

ინტერნეტი აზერბაიჯანში — ინტერნეტის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და მასთან დაკავშირებული საქმიანობა, სოციალური აქტივობა, კულტურა, პოლიტიკური და კრიმინალური საქმიანობა. ბევრ საიტს აზერბაიჯანში ენების სხვადასხვა ვერსია გააჩნია, განსაკუთრებით ინგლისური და რუსული.

1996 წელს აზერბაიჯანში ინტერნეტ მედია გამოჩნდა[1]. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერნეტ ფორუმის პრეზიდენტი ოსმან გუნდუზია[2].

ზოგადი ცნებები

რედაქტირება

აზერბაიჯანში ფუნქციონირებს ორი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი პროვაიდერი - Aztelecom და Bakinternet[3]. ქვეყანაში 40-ზე მეტი პროვაიდერია, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია ADSL- ის პროვაიდერია[4]. გაფილტრული ინტერნეტი, სხვა სიტყვებით „ჰალალ ინტერნეტი“ ხუთი პროვაიდერის მიერ მიეწოდება აზერბაიჯანის მოსახლეობას.[5]

უმსხვილესი ფართოზოლოვანი უკაბელო ინტერნეტის ქსელი ქვეყანაში არის Sazz 4G. 2010 წლიდან, Sazz 4G ფუნქციონირებს Mobile WiMAX 4G ტექნოლოგიით. ინტერნეტის სიჩქარე 10 მბ/წმ[6].

პირველი აზერბაიჯანული საიტები გამოჩნდნენ მე-20 საუკუნის ბოლოს. დღესდღეობით მათი რიცხვი 10 000-ს აღემატება.

2009 წელს აზერბაიჯანმა დაიწყო 3G, 4G (WiMAX) ქსელების ახალი თაობების გამოყენება. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ასევე ხელმისაწვდომია აზერბაიჯანის სხვა ნაწილში.

საკანონმდებლო ბაზა

რედაქტირება

2016 წელს, ცვლილებები შევიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონში „სატელეკომუნიკაციო საკითხების შესახებ“. მომხმარებლებს მიეცათ უფლება მოითხოვონ ოპერატორებისაგან უსაფრთხო ინტერნეტის უზრუნველყოფა[5].

2017 წლის 1 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი ძალაში შევიდა ელექტრონული კომერციის გადასახადის დაწესების შესახებ. ამიერიდან, დამატებითი ღირებულების გადასახადი იბეგრება (დღგ დაახლოებით 18%[7])[8].

ინტერნეტის განვითარების საკოორდინაციო საბჭო

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით ილჰამ ალიევმა, 2004 წელს, კავშირგაბმულობისა და მაღალტექნოლოგიების სამინისტროში შექმნა რესპუბლიკის ინტერნეტის განვითარების საკოორდინაციო საბჭო[9].

საკოორდინაციო საბჭო აკონტროლებს დომენური სახელების რეგისტრაციას, უზრუნველყოფს ამ სფეროში მომუშავე მუშაკების სამეცნიერო და მეთოდურ დახმარებას.

საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა ხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის, ICANN, IANA და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საკოორდინაციო საბჭოს მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ინტერნეტის განვითარებას ქვეყანაში.

სტატისტიკა

რედაქტირება

2012 წელს აზერბაიჯანში ინტერნეტის შეღწევადობა დაახლოებით 54% იყო[10].

2013 წელს დაახლოებით 291 მილიონი დაიხარჯა ინტერნეტის ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე.

რესპუბლიკაში არსებობს 600-ზე მეტი ინტერნეტ კაფეა. მათგან ნახევარზე მეტი მდებარეობს დედაქალაქში[10]. იუნესკოს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, „IFAP Annual World Report 2009“, აზერბაიჯანის ინტერნეტ ტექნოლოგიების დანერგვის დონე შეადგენს მოსახლეობის 50% -ს. დღეისათვის აზერბაიჯანის 4 485 100 მოქალაქე იყენებს უკაბელო ინტერნეტს[2].

2017 წელს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის მოცულობამ 21.8 მლნ მანათი. 2016 წელს მაჩვენებელი იყო 7 მილიონი მანათი, ხოლო 2015 წელს - 12, 8 მილიონი მანათი[8].

2017 წელს ქვეყნის ფართოზოლოვანი ინტერნეტ შეღწევადობის მაჩვენებელი 75,5% იყო. აბონენტების რიცხვი 7.531 მილიონს შეადგენდა.

2017 წელს მსოფლიოს 188 ქვეყანას შორის აზერბაიჯანი 111-ე ადგილზე იყო ქსელის მონაცემების ჩამოტვირთვის სიჩქარით (5.18 მბ წამში). 2018 წელს ეს მაჩვენებელი შეიცვალა: მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის აზერბაჯანი 135-ე ადგილს იკავებდა[11].

ინტერნეტის სარგებლობით ყოველ 100 ადამიანზე აზერბაიჯანი 36-ე ადგილზეა (77%). სტატისტიკის მიხედვით, რესპუბლიკაში 100-დან 77 ადამიანი სარგებლობს ინტერნეტით[2].

ინტერნეტის გამოყენების თვალსაზრისით, აზერბაიჯანი მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილზეა. აზერბაიჯანის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციას, თურქეთს, ირანს, ყაზახეთსა და სომხეთს უსწრებს. მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით, ქვეყანა მე-60 ადგილზეა[2].

ინტერნეტის გამოყენების საერთაშორისო სტატისტიკის ორგანიზაციის (Internet World Stats - IWS) მიხედვით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერნეტ ბაზარი აზიის ინტერნეტ ბაზრის 0.4% -ს შეადგენს[11].

2018 წლის დასაწყისში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მობილური ქსელის პროვაიდერის Bakcell-ის ინიციატივით, ბაქოში ყველა მეტროს სადგურებზე 4G (LTE) სიჩქარის მობილური საკომუნიკაციო მომსახურებაა ხელმისაწვდომი[12].

Delta Telecom-ისა და AzerTelecom-ის ინტერნეტ ტრაფიკი საზღვარგარეთ იყიდება, კერძოდ, მეზობელ ქვეყნებში - საქართველოში, ირანში და ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში[3].

2019 წლისთვის დაგეგმილია ქსელის გაუმჯობესება და სპეციალური FTTx ტექნოლოგიების დანერგვა რესპუბლიკის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა განჯა, სუმგაითი, მინგეჩაური, შირვანი, მასალი. დაგეგმილია ქსელის განახლება აფშერონის ნახევარკუნძულზე[13].

  1. Интернет-медиа и новостные порталы
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Мобильный интернет в Азербайджане все еще не на уровне
  3. 3.0 3.1 Кто зарубил интернет в Азербайджане?
  4. Рынок интернет услуг: тенденции и реалии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-12. ციტირების თარიღი: 2019-02-24.
  5. 5.0 5.1 Халяльный интернет"— новое понятие для абонентов
  6. SAZZ 4G. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-09. ციტირების თარიღი: 2019-02-24.
  7. Что сегодня тормозит развитие интернет-торговли в Азербайджане?
  8. 8.0 8.1 Интернет-коммерция в Азербайджане набирает обороты
  9. Координационный совет по развитию интернета
  10. 10.0 10.1 Интернет в Азербайджане
  11. 11.0 11.1 Азербайджанцы - одни из самых активных пользователей Интернета - ОТЧЕТ
  12. Компания Bakcell впервые в Азербайджане запускает услугу 4G в метро
  13. В Баку состоялась конференция на тему «Стратегия развития широкополосного интернета в Азербайджане и применение сетей нового поколения в обучении». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-12. ციტირების თარიღი: 2019-02-24.