ინიგოუ ჯოუნზი (Inigo Jones) (დ. 15 ივლისი, 1573, ლონდონი — გ. 21 ივნისი, 1652, იქვე) — ინგლისელი არქიტექტორი, დიზაინერი და მხატვარი

ინიგო ჯოუნზის პორტრეტი, სერ ვან-დაიკი, ენთონი, ენთონი ვან-დაიკის მიერ.

არქიტექტურას სწავლობდა 1596-1614 წლებში იტალიასა და საფრანგეთში. 1615-1643 წლებში იყო სამეფო შენობათა ზედამხედველი. იყო პალადიოს მიმდევარი, შეადგინა მისი ტრაქტატის კომენტარები (გამოიცა 1715). ნამუშევრები: უაიტჰოლის სასახლის ანსამბლის პროექტი ლონდონში (ამ პროექტიდან განხორციელდა მხოლოდ საბანკეტო დარბაზი 1619-1622), დედოფლის ვილა გრინვინში (1616-1635), უილტონ-ჰაუზის სასახლის ინტერიერები (უილტშირი, დაახლოებით 1949-1652), იყო თეატრის მხატვარიც.

ლიტერატურა

რედაქტირება