ინვერსია (გეომორფოლოგია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინვერსია (მრავალმნიშვნელოვანი).

ინვერსია (შებრუნებული რელიეფი) — რელიეფის შეცვლა დენუდაციის შედეგად და გეოლოგიური სტრუქტურების საწინააღმდეგო რელიეფის ფორმების წარმოქმნა (მაგ., ანტიკლინზე გამომუშავებული მდინარის ხეობა, სინკლინზე — ქედი).[1] ეროზიულ-დენუდაციური რელიეფია. რელიეფის ინვერსია — ინვერსიული რელიეფის ფორმირების პროცესია, რომელიც გამოწვეულია დენუდაციის სხვადასხვა ფაქტორებით.[2]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 163.
  2. Геоморфологический словарь-справочник. Ахромеев Л.М. (сост.) Брянск. 2002.