ჯანა განა მანა (ბენგალ. জন গণ মন, ჰინ. जन गण मन) — ინდოეთის სახელმწიფო ჰიმნი. დაწერილია ძლიერ სანსკრიტიზებულ ბენგალურ ენაზე. ტექსტი და მუსიკა დაწერილია ნობელის პრემიის ლაურეატისრაბინდრანათ თაგორის მიერ. თავდაპირველად, ის ნამღერ იქნა მეფე ჯორჯ V-ისადმი ხოტბის შესასხმელად, როდესაც ის ინდოეთს სტუმრობდა.[1] შემდეგ ის შესრულდა 1911 წლის 27 დეკემბერს, ინდოეთის ეროვნული კონგრესის კალკუტის სესიაზე. ჯანა განა მანა ინდოეთის ეროვნულ ჰიმნად საკანონმდებლო ასამბლეამ ოფიციალურად 1950 წლის 24 იანვარს დაამტკიცა. 2011 წლის 27 დეკემბერს, მისი პირველი შესრულებიდან 100 წლისთავი აღინიშნა.[2][3]

জন গণ মন
जन गण मन
ქართ. ინდოეთის სახელმწიფო ჰიმნი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტექსტის ავტორი რაბინდრანათ თაგორი, 1911
მუსიკის ავტორი რაბინდრანათ თაგორი, 1919
შემოღებულ იქნა 1950 წლის 24 იანვარი

ჰიმნის ხანგრძლივობა 52 წამია. რაბინდრანათ თაგორის სხვა პოემა ამარ შონარ ბანგლაზე შექმნილია ბანგლადეშის სახელმწიფო ჰიმნი.[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

with The Complete English Translation

  1. Monish R. Chatterjee. (13) Tagore and Jana Gana Mana English. http://www.countercurrents.org.
  2. (1999) რედ. Bhatt, P.C: Constituent Assembly Debates. Lok Sabha Secret. 
  3. Volume XII. Tuesday, the 24th January 1950. Online Transcript, Constituent Assembly Debates. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2012-04-04.
  4. India: Jana Gana Mana. NationalAnthems.me. ციტირების თარიღი: 2011-08-09.