ინდოეთის ეროვნული სიმბოლო წარმოადგენს სარნათის აშოკას ლომის კაპიტელის ადაპტაციას, რომელიც სარნათის მუზეუმში ინახება.

ინდოეთის სახელმწიფო გერბი

სარნათის კაპიტელის ორიგინალი წარმოადგენს ერთმანეთთან ზურგშექცევით, წრიულ მოზაიკაზე მდგარ ოთხ აზიურ ლომს, ძალაუფლების, სიმამაცის, სიამაყისა და ნდობის სიმბოლოს. მოზაიკაზე ამოკვეთილია ერთმანეთისგან ბორბლებით გამოყოფილი სპილოს, ცხენის, ხარისა და ლომის ბარელიეფები, რომელსაც ლოტოსი გასდევს, რაც სიცოცხლისა და შექმნის შთაგონებას განასახიერებს.

1950 წელს მიღებულ ემბლემაზე მხოლოდ სამი ლომი იკვეთება, მეოთხე თვალით არ შეიმჩნევა.

ეროვნული სიმბოლო 1950 წლის 26 იანვარს იქნა დამტკიცებული, იმ დღეს, როდესაც ინდოეთი რესპუბლიკა გახდა.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. National Emblem of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-29. ციტირების თარიღი: 2012-04-04.