ინგუშეთის დროშაინგუშეთის მთავარი სახელმწიფო სიმბოლო. მასზე გამოსახულია, თეთრ ფონზე წითელი ტრისკელიონის სიმბოლო, ხოლო ზემოთ და ქვემოთ აქვს ვიწრო მწვანე ჰორიზონტალური ზოლები. ამჟამინდელი დროშა დამტკიცდა 1999 წლის 11 ივლისს და შეიტანილია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰერალდიკის რეესტრში, 152 ნომრის შესაბამისად.[3][4][5].

ინგუშეთის დროშა

ამჟამინდელი დროშა
მიღებულია 11 ივლისი, 1999 წელი
პროპორცია 2:3
დროშის ავტორი სუკიევი, მაგომედ-გირეი [1]
კომპიუტერული
დიზაინი
თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ტრისკელიონის სიმბოლო, ზემოთ და ქვემოთ კი ვიწრო მწვანე ჰორიზონტალური ზოლები.
წინა დროშები

1994 წლის 13 მაისი[2] - 1999 წლის 11 ივლისი
პროპორცია 1:2

ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადებულია 11 ივლისი. ეს არის ინგუშეთის დღესასწაული, რომელიც დადგენილია ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის ბრძანებულებით, 2014 წლის 11 სექტემბერს.[6]

1999 წლის დროშა რედაქტირება

აღწერა რედაქტირება

ინგუშეთის რესპუბლიკის ეროვნული დროშა არის თეთრი ფერის სწორკუთხა პანელი, რომლის ცენტრში არის მზის ნიშანი, წითელი წრის სახით, რომლისგანაც სამი სხივი გამოდის, თითოეული სხივი მთავრდება არასრული წრით. დროშის სიგანის თანაფარდობა მისი სიგრძესთან არის 2:3 შეფარდების ტოლი.

დროშას ზედა და ქვედა ნაწილების მთელი სიგრძის გასწვრივ ორი მწვანე ზოლი აქვს ერთანეთის პარალელურად განლაგებული. მზის ნიშნის შიდა წრის სხივი არის დროშის სიგანის ერთი მეთერთმეტედი ნაწილი. მზის ნიშნის წრის შემქმნელი ზოლის სიგანე არის დროშის სიგანის ერთი მეთერთმეტედი, ხოლო მზის ნიშნის სამი სხივის სიგანე არის დროშის სიგანის ერთი მეოცედი.

მზის ნიშნის ერთი სხივი ვერტიკალურად მდებარეობს დროშის სიგრძის მიმართ და განლაგებული არის ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ზედა ნაწილში. სხივების ბოლოს არასრული წრის ზედა წერტილსა და მზის ნიშნის გარე წრეს შორის მანძილი არის დროშის სიგანის ერთი მეცხრედი. სამივე სხივი თანაბრად არის დაშორებული და განლაგებული მზის ნიშნის მთელი წრეწირის გარშემო და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.

ინგუშის დროშა შეიქმნა კონკურსისთვის 1993 წელს, ის წარადგინა ინგუშეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ეროვნული არჩევნების მომზადების საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც მოგვიანებით გახდა საარჩევნო კომისია. დროშის ავტორი და შემქმნელია პროფესორი იბრაჰიმ აბდურახმანოვის ძე დაკილგოვი.[7].

1994 წლის დროშა რედაქტირება

დროშა შედგება თეთრი და მწვანე ჰორიზონტალური ზოლებისაგან. თეთრი ზოლი მდებარეობს დროშის ცენტრში, რომელიც 4-ჯერ უფრო ფართოა ვიდრე დანარჩენი ზოლები, ცენტრში არის წითელი მზის ნიშანი, მზის ნიშნის შიდა წრის დიამეტრი უდრის დროშის სიგანის ერთ მესამედს. დროშის სიგრძე ორჯერ მეტია მისი სიგანე, ამიტომაც მათი პროპორციული ფარდობა 1:2-ის ტოლია.

ლეტერატურა რედაქტირება

  • Alfred Znamierowski: Zászlóenciklopédia. Budapest: Athenaeum 2000. 2002. ISBN 963 9261 87 4
  • Vetry Peremen – Flagi i Gerby Respublik Rossii, Winds of Change – Flags and Coats of Arms of the Russian Republics, 1996
  • I. S. Smetannikov: Gerby i Flagi subektov Rossijskoj Federatsii – The Arms and Flags of the Subjects of the Russian Federation, 2003

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Госсимволика
  2. Закон Республики Ингушетия от 13.05.1994 № 1−РКЗ «О Государственном флаге Республики Ингушетия». დაარქივებულია ორიგინალიდან — 17.10.2021. ციტირების თარიღი: 07.10.2019.
  3. Интернет-портал «Геральдика». Флаг Республики Ингушетия. ციტირების თარიღი: 2016-01-29.
  4. Décret n° du chef de la République d'Ingouchie du 11 septembre 2014 « Jour d'État du pavillon de la République d'Ingouchie »
  5. Государственный геральдический регистр Российской Федерации (по состоянию на 1 января 2005 года) (ros.). [dostęp 2011-08-24].
  6. Указ Главы Республики Ингушетия от 11.09.2014 № 175 «О Дне Государственного флага Республики Ингушетия»
  7. Республика Ингушетия - Государственная символика. statesymbol.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-11.