ინგულეცი (უკრ. Інгуле́ць), პატარა ინგული — მდინარე უკრაინაში, დნეპრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 549 კმ, აუზის ფართობი 13,7 ათ. კმ². სათავეს იღებს და დიდწილად მიედინება დნეპრისპირეთის მაღლობზე, ქვედა წელი შავიზღვისპირა დაბლობზეა. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავში 12,3 მ³/წმ. გაყინულია დეკემბრის მეორე ნახევრიდან მარტის მეორე ნახევრამდე. ძირითადი შენაკადია ვისუნი (მარჯვენა). ინგულეცის აუზშია 15 ტბა და წყალსაცავი საერთო ფართობით 9,4 კმ² და 709 ტბორი საერთო ფართობით 22,8 კმ². სანაოსნოა შესართავიდან 109 კმ მანძილზე. იყენებენ სარწყავად (ინგულეცის სარწყავი სისტემა). მდინარეზეა ქალაქები: ოლექსანდრია, კრივი-რიჰი, სნიჰურივკა.[1]

ინგულეცი
უკრ. Інгуле́ць

მდინარე სოფელ ციბულევოში
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეულები კიროვოჰრადის, დნიპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქები
ქალაქები ოლექსანდრია, კრივი-რიჰი, სნიჰურივკა
სათავე 48°43′58″ ჩ. გ. 32°23′33″ ა. გ. / 48.73278° ჩ. გ. 32.39250° ა. გ. / 48.73278; 32.39250
შესართავი დნეპრი
46°41′03″ ჩ. გ. 32°48′45″ ა. გ. / 46.68417° ჩ. გ. 32.81250° ა. გ. / 46.68417; 32.81250
სიგრძე 549 კმ
აუზის ფართობი 13,7 ათ. კმ²
მდინარის სისტემა დნეპრიშავი ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 12,3 მ³/წმ
ინგულეცი — უკრაინა
ინგულეცი
ინგულეცი
— სათავე, — შესართავი
ინგულეცი ვიკისაწყობში
  1. Ингулец // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 187.