დნეპრისპირეთის მაღლობი
დნეპრისპირეთის მაღლობი — მაღლობი უკრაინაში, მდინარეების დნეპრისა და სამხრეთი ბუგის დინებებს შორის. საშუალო სიმაღლე ჩრდილოეთით 220-240 მ, ხოლო სამხრეთით 150-180 მ. მაქსიმალური სიმაღლე 323 მეტრი ზღვის დონიდან. მაღლობის ჩრდილოეთი ნაწილი მოქცეულია ტყესტეპის ზონაში, სამხრეთი კი სტეპის ზონაში. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. მოიპოვება რკინა და მარგანეცი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 596.