ინგლისის თანამეგობრობა

(გადამისამართდა გვერდიდან ინგლისის რესპუბლიკა)

ინგლისის თანამეგობრობა (ინგლ. Commonwealth of England, მოგვიანებით ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის თანამეგობრობა (ინგლ. Commonwealth of England, Scotland and Ireland)) — მმართველობის ისტორიული ფორმა ინგლისში 1649 წლიდან 1660 წლამდე. ჩამოყალიბდა ინგლისის მეფის, ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯისა და მონარქიის დამხობის შემდეგ. აღნიშნულ პერიოდს ინგლისელი ისტორიკოსები ასევე უწოდებენ „უმეფობის ხანას“ (English Interregnum). 1660 წელს ინგლისში მონარქია კვლავ აღდგა.

ინგლისის თანამეგობრობა
Commonwealth of England


 

 

 

1649 — 1660
 

 

 

დროშა გერბი
დედაქალაქი ლონდონი
ფულის ერთეული გირვანქა სტერლინგი
ფართობი 130 395 კმ²
მმართველობის ფორმა საპარლამენტო რესპუბლიკა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება