ინგეთის ღვთისმშობლის ეკლესია

ინგეთის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგეთში. დგას სოფლის აღმოსავლეთით 1-1,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (6,6 X 4,3 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. ინტერიერი კედლების ნანგრევებით და მიწით არის ამოვსებული.

შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ წირთხლის ნაწილი). მცირე სიღრმის, გეგმით სამცენტრიანი თაღის ფორმის აფსიდში ერთმანეთის პირდაპირ ორი პატარა სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა

რედაქტირება