ინგა გიორგაძე
ქართველი ვირუსოლოგი
ინგა ირაკლის ასული გიორგაძე (დ. 30 ნოემბერი, 1938, თბილისი) — ქართველი ვირუსოლოგი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1996).
ბიოგრაფია
რედაქტირება1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1967–72 წლებში იყო თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ახლანდ. გ. ელიავას სახ. ბაქტეროფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი) ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1972–2007 წლებში — იქვე, ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2007 წლიდან შპს ანალიტიკურ-სადიაგნოსტიკო ცენტრის – „დიაგნოზი-90”-ის ხელმძღვანელი. გიორგაძის შრომები ეხება ვირუსოლოგიის, იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, განსაკუთრებით ინტერფერონის სისტემის შესწავლის სხვადასხვა ასპექტებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 14.