ინგავის პროვინცია

ნგავის პროვინცია (ესპ. Provincia de Ingaví) — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. დედაქალაქია ვიაჩა. სახელი ეწოდა ქალაქ ინგავისგან, სადაც 1841 წელს გაიმართა ინგავის ბრძოლა, რომელმაც განამტკიცა პერუსა და ბოლივიის დამოუკიდებლობა.

პროვინცია
ინგავის პროვინცია
Provincia de Ingaví
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი ვიაჩა
კოორდინატები 16°43′00″ ს. გ. 68°50′00″ დ. გ. / 16.71667° ს. გ. 68.83333° დ. გ. / -16.71667; -68.83333
ფართობი 5 410 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, აიმარა, კეჩუა
მოსახლეობა 114 619 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 46 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4
ოფიციალური საიტი http://www.gobernacionlapaz.gob.bo/index.php/conoce/la-paz/estructura/estructura-fisica/278-provincia-ingavi.html

პროვინცია მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე დესაგუადეროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ტიტიკაკას ტბა, დასავლეთით — პერუ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 70 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 110 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 5 410 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა

რედაქტირება

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა გაიზარდა თითქმის 50%-ით და 2010 წელს შეადგინა 114 619 ადამიანი.

 
მზის ჭიშკარი, ტიუანაკო
 
ინგავის პროვინციის მუნიციპალიტეტები
  • 77.8% ლაპარაკობს ესპანურად, 82.8% აიმარაზე და 0.8% კეჩუაზე (2001).
  • 85,7% წერა-კითხვის მცოდნეა.
  • მოსახლეობის 59.7%-ს არ აქვს ელექტროენერგია.
  • მორწმუნეთა 74.1% კათოლიკეა, 20.0% პროტესტანტი (1992).

პროვინცია შედგება შვიდი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება