ინგავის ბრძოლა
ინგავის ბრძოლა — შეტაკება 1841 წლის 18 ნოემბერს ბოლივიის ქალაქ ინგავიში, სადაც ბოლივიის არმიამ, ხოსე ბალივიანის მეთაურობით დაამარცხა პერუს არმია, რომელსაც აგუსტინ გამარა ხელმძღვანელობდა. იგი ამ ბრძოლაში დაიღუპა.
ბრძოლა პერუ-ბოლივიის 1841 - 1842 წლებში მიმდინარე ომის ნაწილად მიიჩნევა.
ისტორია
რედაქტირებაპერუ-ბოლივიის კონფედერაციის დაშილის შემდეგ, პერუს პრეზიდენტმა აგუსტინ გამარამ მიიღო ბოლივიის დაპყრობის გადაწყვეტილება, უნდოდა რა გამოეყენებინა ბოლივიის მთავრობაში არსებული ქაოსი.[1] აქ ქვეყნის სათავეების მართვის ხელში ჩასაგდებად სამი ადამიანი იბრძოდა: ხოსე მარიანო სერანო, ხოსე-მიგელ დე ველასკო და ხოსე ბალივიანი. პერუდან მომდინარე საფრთხის გაცნობიერებისას, ისინი ბალივიანის გარშემო გაერთიანდნენ.
შედგი
რედაქტირება1841 წლის 18 ნოემბერს, აგუსტინ გამარას სიკვდილის შემდეგ, პერუს არმიამ ბოლივია დატოვა. ამ ამბავმა ლიმაში დიდი ქაოსი გამოიწვია, სადაც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, მანუელ მენენდესი იბრძოდა. ის მალე დაამარცხა ხუან კრისოსტომო ტორიკო გონსალესმა. ეს იყო პერუს მხრიდან ბოლივიაზე კონტროლის დამყარების უკანასკნელი მცდელობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Biografías de Bolivianos Célebres. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-26. ციტირების თარიღი: 2011-03-21.