გაიოზ იმედაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან იმედაშვილი, გაიოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმედაშვილი.

გაიოზ იოსების ძე იმედაშვილი (დ. 11 თებერვალი, 1906, სოფელი ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, — გ. 13 თებერვალი, 1995, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1961), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მწერალ იოსებ იმედაშვილისა და ანნა ჟურული-იმედაშვილის ოჯახში. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1935 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. იმედაშვილის კვლევის საგანი ძველი ქართული საერო და სასულიერო მწერლობის, უპირატესად ვეფხისტყაოსნის პოეტიკისა და სტილის საკითხებია. მის წიგნში „რუსთველოლოგია“ (1941) ისტორიულ-კრიტიკულ მიმოხილვასთან ერთად შეჯამებულია კვლევის ძირითადი ისტორიული ეტაპები და უმთავრესი პრობლემატიკა. იმედაშვილის ფუნდამენტური ნაშრომი „რუსთველოლოგიური ლიტერატურა“ (1957) შეიცავს 1712-1956 წლების ბიბლიოგრაფიულ ანოტაციებს. მისი მუშაობის შედეგები განზოგადებულია გამოკვლევაში „ვეფხისტყაოსანი და ქართული კულტურა“ (1968). აღსანიშნავია იმედაშვილის მონოგრაფიები: „ქართული საგალობლის პოეტიკის საკითხები“ (1960), „რაინდული რომანი ქართულ მწერლობაში“ (1965) და გამოკვლევები ძველ ქართულ ეპიკურ ძეგლებზე („ამირანდარეჯანიანი“, სეილანიანი, „სირინოზიანი“).

ლიტერატურა

რედაქტირება