ილჰან ომარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი

ილჰან აბდულაჰი ომარი[1] (ინგლ. Ilhan Abdullahi Omar; დ. 4 ოქტომბერი, 1981, მოგადიშო, სომალი)[2]ამერიკელი სომალელი პოლიტიკოსი მინესოტიდან. 2016 წელს, ომარი აირჩიეს მინესოტის წარმოამდგენელთა პალატის წევრად, დემოკრატიულ-ფერმერ-ლეიბორისტული პარტიის რიგებიდან. ამით ის პირველი ამერიკელი სომალელი გახდა, რომელიც შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს.[3]

ილჰან ომარი
ილჰან ომარი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი მინესოტის მე-5 ოლქიდან
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა3 იანვარი, 2019
წინამორბედიკიტ ელისონი

მინესოტის წარმომადგენელთა პალატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი, 2017 – 3 იანვარი, 2019
წინამორბედიფილის კანი
მემკვიდრემოჰამუდ ნური

დაბადებული4 ოქტომბერი, 1981 (1981-10-04) (42 წლის)
მოგადიშო, სომალი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეაჰმედ ნურ საიდ ელმი (ქ. 2009, გ. 2017)
აჰმედ ჰირსი (ქ. 2018)
შვილები3
განათლებაჩრდილოეთ დაკოტის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტიოფიციალური საიტი

2019 წლის 3 იანვარს, ომარი აშშ-ის კონგრესის პირველი ამერიკელი სომალელი წევრი გახდა. წარმოადგენს მინესოტის მე-5 საარჩევნო ოლქს, რაც მოიცავს მინეაპოლისს, ედინას, რიჩფილდს, ოქროს ველსა და სხვა გარეუბნებს. დემოკრატიული პარტიის სხვა წევრთან, რაშიდა ტლაიბთან ერთად, რომელიც მიჩიგანის მე-13 საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, ომარი კონგრესში პირველად არჩეული ორი მუსლიმი ქალბატონიდან ერთ-ერთია.[4] ომარი ასევე კონგრესში არჩეული პირველი ამერიკელი სომალელია და პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შევიდა მინესოტიდან.[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. NDSU Fall 2011 Graduates
  2. Profile: Rep. Ilhan Omar (DFL-MN).
  3. Blair, Olivia (November 9, 2016). „Ilhan Omar: Former refugee is elected as America's first Somali American Muslim woman legislator“. The Independent. London. ციტირების თარიღი: November 9, 2016.
  4. Golden, Erin (November 7, 2018). „Ilhan Omar makes history, becoming first Somali-American elected to U.S. House“. Star Tribune. ციტირების თარიღი: November 7, 2018.
  5. O'Grady, Siobhán. (November 7, 2018) Trump demonized Somali refugees in Minnesota. One of them just won a seat in Congress. en. ციტირების თარიღი: November 7, 2018