ილო
ილო — საპორტო ქალაქი სამხრეთ პერუში. იგი უდიდესია მოკეგას რეგიონში და არის ილოს პროვინციის დედაქალაქი.
ქალაქი | |
---|---|
ილო Ilo | |
ქვეყანა | პერუ |
რეგიონი | მოკეგა |
პროვინცია | ილო |
კოორდინატები | 17°38′45″ ს. გ. 71°20′43″ დ. გ. / 17.64583° ს. გ. 71.34528° დ. გ. |
ქალაქის მერი | ხოსე ალფრედო მენდოზა პერეზი |
ადრეული სახელები | პაჩოჩა |
ფართობი | 15,733.97 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 2380 მ |
მოსახლეობა | 163 757 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 10.4 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | 053 |
ოფიციალური საიტი | regionmoquegua.gob.pe |
ისტორია
რედაქტირებაXVI საუკუნეში ესპანელების გამოჩენამდე ეს ადგილი დასახლებული იყო ჩირიბაიას ტომის მაცხოვრებლებით, ხოლო ჩარლზ V მიწები კონკისტადორებს დაურიგა, სადაც გაშენებული იყო ზეთისხილის პლანტაციები. XX საუკუნის დასაწყისამდე სწორედ ზეთისხილის პლანტაციები იყო მთავარი შემოსავლის წყარო. მცირე დასახლებული ადგილი, პაჩოჩა გაშენებული იყო ზღვის ნაპირთან, სადაც მდინარე ოშმორი ჩაედინება წყარ ოკეანეში. საუკუნეების შემდეგ კი პაჩოჩა და მისი მოსახლეობა გადავიდა ილოს დღევანდელ სამყოფელზე და მიიღო ქალაქის დღევანდელი სახელი. მეოცე საუკუნემდე მოსახლეობა მდინარე ოშმორის ნაპირზე ცხოვრობდა და ილო იყო პორტი, რომელიც იღებდა აღმოსავლეთიდან ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე მიმავალ გემებს. 1800 წლისათვის, როდესაც მსოფლიოში კომერციული წარმოება გაიზარდა ქალაქში ჩასახლდნენ იტალიელები, ჩინელები, იაპონელები და გერმანელები. ქალაქისთვის ინტერნაციონალური ვაჭრობიდან ჩამოშორება გამოიწვია ტრანსკონტინენტული რკინიგზისა და პანამის არხის მშენებლობამ. პორტში მხოლოდ ორთლქმავლებიღა შედიოდა, რომლებსაც ჩილეს პორტებიდან პერუს პორტებში გადაქონდა საქონელი.
დღესდღეობით ქალაქი თავს მეთევზეობითა და სამთო მრეწველობით ირჩენს. სპილენძის საბადოები, რომლებსაც სამხრეთ პერუს სპილენძის კორპორაცია (SPCC) ფლობს რეგიონში უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის.
კლიმატი
რედაქტირებაილოში ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 18-დან 28ºამდე, თითქმის არ წვიმს, რადგან ილო ატაკამას უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილშია გაშენებული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მშრალი სანაპირო უდაბნოა მთელ მსოფლიოში.
მუზეუმები
რედაქტირება- პერუს ფლოტის მუზეუმი
- "El Algarrobal"-ის მუზეუმი