ილიურთის კოშკები
ილიურთის კოშკები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, სოფელ ილიურთის ტერიტორიაზე. ორივე მათგანი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
პირველი კოშკი
რედაქტირებაკოშკი დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყიან ფერდობზე. კოშკი ხუთსართულიანია, გეგმით თითქმის კვადრატული (5 X 4,8 მ), ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია ხის სართულშუა გადახურვები, აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლები დაბზარულია, პირველი სართული თითქმის მთლიანად ფიქლითა და მიწითაა ამოვსებული.
I სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია. სართულის დანარჩენი კედლები ყრუა. II სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი კარია. აღმოსავლეთ კედელში - თაღოვანი სარკმელი. დანარჩენ სართულებზე თითო სარკმელი და სათოფურებია მოწყობილი. კოშკის სართულშუა გადახურვები ხის კოჭებზე ყოფილა გამართული, შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები.
მეორე კოშკი
რედაქტირებაკოშკი დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყიან ფერდობზე. კოშკი (6 X 5,5 მ) ხუთსართულიანია და ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია სართულშუა გადახურვა, მონგრეულია ზედა სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი.
შესასვლელი I სართულზეა, სამხრეთიდან. კარი თაღოვანია. დანარჩენი კედლები ყრუა. II სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი კარია, აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში - თითო თაღოვანი სარკმელი. III და IV სართულების კედლებში რამდენიმე სათოფურია. V სართულს ყოველ მხარეს თითო მაშიკული აქვს. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული, რომლებიც კედლიდან გამოშვერილ ფიქლებს ეყრდნობოდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 94.