ილინსკის დიდი ხიდი

ხიდი რუსეთში

ილინსკის დიდი ხიდი (რუს. Большой Ильинский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი მდინარე ოხტაზე, სანქტ-პეტერბურგში, წითელგვარდიელთა რაიონში. ერთ-ერთი პირველი მონოლითური რკინა-ბეტონის ხიდი სანქტ-პეტერბურგში, რომელიც ჩვენამდე შემონახულია პირვანდელი სახით. ხიდის სიგრძეა 37,8 მეტრი, ხოლო სიგანე — 18,25 მეტრი.

ილინსკის დიდი ხიდი
რუს. Большой Ильинский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°57′53″ ჩ. გ. 30°28′13″ ა. გ. / 59.96472° ჩ. გ. 30.47028° ა. გ. / 59.96472; 30.47028
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ისტორიული სახელწოდება ილინსკის, ოხტის მესამე
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია მდინარე ოხტა
სიგრძე 37,8 
სიგანე 18,25 
გზის ხაზების რაოდენობა 4
გახსნის თარიღი 1912 წ.
რეკონსტრუქცია 1950, 1964, 2001-2002 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802256000
ილინსკის დიდი ხიდი — რუსეთი
ილინსკის დიდი ხიდი
ილინსკის დიდი ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ილინსკის დიდი ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს რევოლუციის გზატკეცილის დასაწყისში და ერთმანეთთან აკავშირებს ილინსკის ბაღის ორ ნაწილს.

ხიდის ახლოს დგას სანქტ-პეტერბურგის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი.

დინების ზემოთ მდებარეობს ოხტის კაშხალი, ხოლო ქვემოთ — არმაშევის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ლადოჟსკაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

თავდაპირველად, 1912 წლიდან ხიდს ეწოდებოდა ილინსკის ხიდი, ახლოს მდებარე ეკლესიის გამო. 1950-იან წლებში მდინარე ოხტაზე გადებული პირველი ხუთი ხიდი გადანომრეს დინების საწინააღმდეგოდ ვა ხიდ უწოვეს ოხტის მესამე ხიდი. 1997 წლის 6 ნოემბერს ხიდს უწოდეს ილინსკის დიდი ხიდი.

1912 წელს ხის ხიდის ადგილზე არქიტექტორ გ. ა. გირშსონის პროექტით ააგეს სამმალიანი რკინა-ბეტონის ხიდი, რომლის სიგრძე 36,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 9 მეტრი იყო, მათ შორის ორი ტროტუარი — 1,2 მ სიგანის. 1950 წელს წარიმართა ხიდის კაპიტალური რემონტი არქიტექტორ ვ. ვ. დემჩენკოს პროექტის მიხედვით. 1964 წელს ხიდი გაფართოვეს და მისმა სიგანემ შეადინა 11,1 მეტრი, მათ შორის იყო ორი ტროტუარი 2,1 მეტრის.

1992 წელს ძეგლი გამოაცხადეს ისტორიისა და კულტურის ძეგლად. 2001 წლის 10 დეკემბერს ხიდი დაკეტეს ავტოტრანსპორტისათვის და სარემონტო სამუშაოები გაგრძელდა 2002 წლამდე[1]. ხიდის საზეიმო გახსნა გაიმართა 2002 წლის 23 დეკემბერს[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Карапетов Э. С., Белый А. А. История развития мостового хозяйства Санкт-Петербурга: проблемы эксплуатации городских мостовых сооружений. — СПб.: ЦТИ «Техинформ», 2010. — С. 13—14. — 32 с. — 1500 экз.
  • ЗАО «Институт «Стройпроект». История в проектах, 1990—2010. — 2010. — 116 с. — 1500 экз.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Закрыт еще один мост. Фонтанка.ру (2001-12-11). ციტირების თარიღი: 2015-12-11.
  2. Торжественное открытие после капитального ремонта Охтинского моста N3 состоялось. Фонтанка.ру (2002-12-23). ციტირების თარიღი: 2015-12-11.