ილინსკის ბაღი (სანქტ-პეტერბურგი)
ილინსკის ბაღი (რუს. Ильинский сад) — ბაღი სანქტ-პეტერბურგის წითელგვარდიელთა რაიონში. რევოლუციის გზატკეცილის კენტი ნომრების მხარეს და ქიმიკოსების ქუჩაზე, პოტაპოვის ქუჩისა და მდინარე ოხტას შორის. ბაღი ვრცელდება მდინარე ოხტას მეორე ნაპირზეც ილინსკის სლობოდასა და მდინარე ლუბიას შორის[1].
ისტორია
რედაქტირებაილინსკის ბაღი ჩამოყალიბდა 1980-იან წლებში, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის რჟევკა-პოროხოვიეს მშენებლობის პერიოდში და მოიცავს ამ ადგილების კულტურულ, ბუნებრივ და ისტორიულ ობიექტებს.
ისევე როგორც ილინსკის სლობოდამ და ორივე ხიდმა (ილინსკის დიდი და პატარა ხიდები), სახელწოდება მიიღო ახლოს მდებარე ელია წინასწარმეტყველის ტაძრის მიხედვით.
ილინსკის ბაღზე გაედინება მდინარე ოხტა და ყოფს მას ორ ნაწილად, რომლებსაც საკუთარი დასახელება აქვთ: ილინსკის დიდი ბაღი, რომელიც მდებარეობს რევოლუციის გზატკეცილის ნაპირზე პოტაპოვის ქუჩისა და მდინარე ოხტას შორის და მცირე ილინსკის ბაღი, რომელიც განთავსებულია მდინარე ოხტის მეორე ნაპირზე ილინსკის სლობოდასა და მდინარე ლუბიას შორის.
კულტურულ-ისტორიული ობიექტები
რედაქტირება- პირველი ხის სამლოცველო ელია წინასწარმეტყველის სახელზე აქ აგებული იყო ჯერ კიდევ 1717 წელს, ამჟამად მოქმედი კი აგებულია 1785 წელს არქიტექტორ ნიკოლაი ლვოვის პროექტით[2].
- ილინსკის დიდი ხიდი გადებულია მდინარე ოხტაზე წითელგვარდიელთა რაიონში. ერთ-ერთი პირველი მონოლითური რკინაბეტონის ხიდი სანქტ-პეტერბურგში. ააგეს 1912 წელს, შემონახულია პირვანდელი სახით.
- ალექსანდრეს ჭიშკარი — კლასიციზმის სტილში აგებული არქიტექტურის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში, ოხტის ყოფილი დენთის ქარხნის ჭიშკარი. აგებულია 1806 წელს არქიტექტორ ფიოდორ დემერცოვის პროექტის მიხედვით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.
- Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ильинский сад — описание и фотография места დაარქივებული 2016-03-08 საიტზე Wayback Machine.
- Храм Святого Илии Пророка в народном каталоге православной архитектуры[მკვდარი ბმული]
- Храм Святого Илии Пророка на сайте al-spbphoto.narod.ru
- ↑ Rutraveller — «Ильинский сад». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2019-01-21.
- ↑ Храм Святого Илии Пророка на сайте al-spbphoto.narod.ru