ალექსანდრეს ჭიშკარი (სანქტ-პეტერბურგი)
ალექსანდრეს ჭიშკარი (რუს. Александровские ворота) — კლასიციზმის სტილში აგებული არქიტექტურის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში, ოხტის ყოფილი დენთის ქარხნის ჭიშკარი. აგებულია 1806 წელს არქიტექტორ თედორე დემერცოვის პროექტის მიხედვით.
ალექსანდრეს ჭიშკარი Александровские ворота | |
---|---|
კოორდინატები | 59°58′06″N 30°28′28″E / 59.968333° ჩ. გ. 30.474444° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | თედორე დემერცოვი |
სტილი | კლასიციზმი |
თარიღდება | 1806 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
აღწერა
რედაქტირებაალექსანდრეს ჭიშკარი მდებარეობს მდინარე ოხტის ნაპირზე ილინსკის ბაღის აღმოსავლეთ ნაწილში, ოხტის კაშხლის შორიახლოს.
კარიბჭის ზედა ნაწილში, როგორც ჩანს, ჩამოკიდებული იყო ზარი. ცოკოლი და კოლონების ბაზისი შესრულებულია თუჯისაგან.
ისტორია
რედაქტირებადენთის ქარხნის პირველი ხის (გეორგიევსკის) ჭიშკარი ააშენეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში. 1803 წლის 15 აპრილს ოხტის დენთის ქარხანაში მოხდა დენთის ძლიერი აფეთქება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზარალი, ასევე განადგურდა გეორგიევსკის ჭიშკარიც. აღდგენით სამუშაოებს, რომელიც 1803-1805 წლებში მიმდინარეობდა, ხელმძღვანელობდა ფ. ი. დემერცოვი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქარხანას ესტუმრა იმპერატორი ალექსანდრე I, რომლის ვიზიტისთვისაც ააშენეს ახალი, ქვის ჭიშკარი. მშენებლობის პერიოდში იგი მდებარეობდა ქარხნის ტერიტორიაზე, ახლა კი მდებარეობს ქარხნის გარეთ, მისი შესასვლელიდან დასავლეთით.
2016 წელს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომიტეტმა ჭიშკარი შეიტანა ერთიან სახელმწიფო რეესტრში, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის რეგიონული მნიშვნელობის ძეგლი[1].
ამჟამად ჭიშკარი ავარიულ მდგომარეობაშია. კუთხის სათავსოებში შემორჩენილია ღუმელის საბუხრეები. 2010 წელს აღნიშნული სათავსოების ფანჯრები აგურით ამოქოლეს[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Александровские ворота დაარქივებული 2018-04-06 საიტზე Wayback Machine.
- Александровские ворота в Санкт-Петербурге დაარქივებული 2019-01-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Распоряжение КГИОП № 10-633 от 17.11.2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 09.03.2018. ციტირების თარიღი: 21.01.2019.
- ↑ Александровские ворота დაარქივებული 2018-04-06 საიტზე Wayback Machine. // Citywalls