ილია მირცხულავა
ილია მირცხულავა (დ. 21 მარტი, 1913 — გ. 27 ივლისი, 1976, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965).
ბიოგრაფია
რედაქტირება1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1941 წელს დაამთავრა საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლა. 1938 წელს; საკ. კპ (ბ) ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1941 წელს. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1958-1964 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1964-1970 წლებში იყო საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის, სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის დირექტორის მოადგილე; 1970 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერების დარგში სამეცნიერო ინფორმაციის სექტორის დირექტორი.
იკვლევდა საქართველოსა და ამიერკავკასიის პარტორგანიზაციების, რევოლუციური მოძრაობის, საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიას და აგრარული ურთიერთობის პრობლემებს.
ნაშრომები
რედაქტირება- 1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში, 1975
- ლენინური კოოპერაციული გეგმის განხორციელება საქართველოში, თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1968
- ოქტომბრის რევოლუცია და აგრარულ-გლეხური საკითხი საქართველოში 1917-1921 წლებში, თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1965
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 14.