ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ილია ახმეტელი (დ. 24 ნოემბერი, 1881, ანაგა — გ. 26 აგვისტო, 1939) — ქართველი ექიმი.

1910 წელს დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1918 წლამდე მუშაობდა რუსეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1918 წლიდან გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში, ქირურგიის კათედრაზე. 1935 წელს აირჩიეს პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგედ. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ძვალ–სახსართა ტუბერკულოზის, ჩირქოვანი ინფექციის, სისხლძარღვთა დაზიანებისა და მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის საკითხებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I თბ., 1997 გვ. 301

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_ახმეტელი“-დან