ილია ეფრონი

(გადამისამართდა გვერდიდან ილია აბრამის-ძე ეფრონი)

ილია აბრამის ძე ეფრონი (რუს. Илья Абрамович Ефрон, ებრ. איליה אפרון; დ. 1847, ვილნო, რუსეთის იმპერია19 აპრილი, 1917, პეტროგრადი, რუსეთის იმპერია) — რევოლუციამდელი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ტიპოგრაფი და წიგნის გამომცემელი. დედის მხრიდან ელიაჰუ გაონის შვილთაშვილი. მამამისის ხელმძღვანელობით მიიღო საშინაო განათლება და სიმწიფის ატესტატის ასაღებად ლომჟინის გიმნაზიაში გამოცდების ჩაბარებაც შეძლო. ამის შემდეგ ლექციებს ვარშავის მთავარ სკოლაში ისმენდა. 1907 წლიდან ებრაული სამეცნიერო გამოცემების საზოგადოების წევრია.

ილია ეფრონი

საგამომცემლო საქმიანობა რედაქტირება

1880 წელს ეფრონმა პეტერბურგში ტიპოლითოგრაფია შეიძინა, შემდეგ კი, 1889 წელს, გერმანულ საგამომცემლო ფირმა "ბროკჰაუზთან" ერთად დააარსა სააქციო საზოგადოება "ფ.ა.ბროკჰაუზი - ი.ა.ეფრონი", რომელმაც იმდროის ყველაზე მსხვილი რუსულენოვანი ენციკლოპედიები გამოსცა:

  • "დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი" 86 ტომად (1890—1907);
  • "მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი" ( 1 გამოც. 3 ტომად 1899—1902; მე-2 გამოც. 2 ტომად 1907—1909);
  • "ახალი ენციკლოპედიური სიტყვარი" 48 ტომად, რომელთაგანაც მხოლოდ 29 ტომი გამოვიდა (1911—1916; (გამოცემა სიტყვა "ოტოზე" შეწყდა);
  • "ებრაული ენციკლოპედია" 16 ტომად (1906—1913).

გარდა ენციკლოპედიებისა, გამომცემლობამ შემდეგი სერიული გამოცემებიც გამოუშვა:"ბუნებისმეტყველების ბიბლიოთეკა" 18 ტომად; "სამრეწველო ცოდნათა ბიბლიოთეკა"; "პრაქტიკული მედიცის ენციკლოპედია" 5 ტომად. "თვითგანათლების იაფი ბიბლიოთეკა" გამოიცა 86 ტომი. "დიადი მწერლების ბიბლიოთეკა" 20 ტომად (რომელშიც შილერის, შექსპირის, ბაირონის, პუშკინისა და მოლიერის სრული კრებულებიც შევიდა); "ევროპის კულტურის საერთო ისტორია" 7 ტომად; "ევროპის ისტორია ეპოქებისა და ქვეყნების მიხედვით" გამოიცა 36 ტომად. ამას გარდა, გამოვიდა "ბიზანტიის იმპერიის ისტორია" ფ.ი. უსპენსკის რედაქციით. "ინკვიზიის ისტორია" გ.ჩ. ლისა. "ადამიანი და დედამიწა" ჟ.რეკლიუ (6 ტომად) და სხვა.

1917 წელს გამომცემლობა პეტროგრადის კერძო გამომცემლობათა გაერთიანებაში შევიდა; 1930 წელს არსებობა შეწყვიტა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება