ილიას ვენეზისი
ილიას ვენეზისი — (ბერძ. Ηλίας Βενέζης) (ნამდვილი სახელი და გვარია ილიას მელოსი ბერძ. Ηλίας Μέλλος) (დ. 4 მარტი, 1904 — გ. 3 აგვისტო, 1973) — ბერძენი მწერალი, რომანისტი. დაიბადა მცირე აზიაში, აივალიში (კიდონისი) და გარდაიცვალა ათენში 1973 წელს. მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ 30-იანელთა თაობას[5]. მისი ნაყოფიერი შემოქმედებიდან განსაკუთრებით ცნობილია რომანები „ნომერი 31328“ და „ეოლიის ქვეყანა.“
ილიას ვენეზისი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 მარტი, 1904[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | აივალიქი |
გარდაცვალების თარიღი | 3 აგვისტო, 1973[1] [2] [3] [4] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ათენი |
საქმიანობა | მწერალი[1] |
მოქალაქეობა | საბერძნეთი |
Magnum opus | წესრიგი, ეოლიის მიწა და ნომერი 31328 |
ჯილდოები | Athens Academy Awards |
წიგნები
რედაქტირება- ნომერი 31328 (Το Νούμερο 31328, 1924; 1931)
- მანოლის ლეკასი და სხვა ამბები (1928)
- წესრიგი (Γαλήνη, 1939)
- ეოლიის მიწა (Αιολική Γη, 1943)
- C ბლოკი (1945)
- გამოსვლა (ექსოდოსი) (Έξοδος, 1950)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 2.0 2.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Visuotinė lietuvių enciklopedija
- ↑ K. Mitsakis, Νεοελληνική πεζογραφία – Η γενιά του '30 [Modern Greek Prose – The Generation of the '30s], Athens, 1977.