ილარიონი (რუსეთი)
ილარიონი – რუსი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. პირველი რუსი მიტროპოლიტი კიევში (1051 წლიდან; მანამდე მიტროპოლიტებად ბერძნები იყვნენ). ავტორია საეკლესიო-საზეიმო ქადაგებისა „სიტყვა კანონსა და მადლზე“ (დაახლოებით 1037-1050 წლები), რომლის მთავარ მიზანს შეადგენდა ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგება-იდეალიზაცია და რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის და საეკლესიო დამოუკიდებლობის დაცვა ბიზანტიისაგან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 105.