იკვლიგორანის ღვთისმშობლის ეკლესია
იკვლიგორანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიიცპალიტეტის სოფელ იკვლივგორანის აღმოსავლეთით. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის და ნატეხის ქვით. შენობის კუთხეებში და სარკმლის წირთხლებად გამოყენებულია შირიმიც. შესამჩნევია შეკეთების კვალი. ეკლესია დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარისა და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი.
შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის წირთხლები შირიმის ქვისაა. სარკმელის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელზე მიდგმულია ტრაპეზი. აფისდა დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი. კონქის თაღი ნახევარწრიულია და შირიმის თაროსებრივ იმპოსტებს ეყრდნობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოფურია ა., კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 111.