ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„იისფერი“ (ინგლ. "The Color Purple") — აფრო-ამერიკელი მწერლის, ელის უოკერის 1982 წლის ეპისტოლარული რომანი, რომელმაც ერთი წლის შემდეგ პულიცერისა და აშშ-ის წიგნის ეროვნული პრემიები დაიმსახურა.[1] 1985 წელს რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი როლი ვუპი გოლდბერგმა შეასრულა.

„იისფერი“

პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ელის უოკერი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Harcourt
გამოცემის თარიღი 1982
წინამორბედი Meridian
მომდევნო In Search of Our Mothers' Gardens

რომანი არაერთხელ გამხდარა ცენზურის სამიზნე, აშშ-ის ბიბლიოთეკების ასოციაციის სიაში იგი 2000–2010 წლების 100 ყველაზე გამომწვევ ნაწარმოებს შორის მე-17 ადგილზეა, ძირითადად მკაფიო, აშკარა შინაარსის გამო, რომელიც, ძირითად შემთხვევაში, ძალადობისა და ფიზიკური ზეწოლის კუთხით ვლინდება. 2003 წელს წიგნი მოხვდა BBC-ის The Big Read ინტერაქტივში — ბრიტანელ მკითხველთა „საყვარელ წიგნთა“ სიაში.

ამ სიცოცხლისუნარიანი მელოდრამის სიუჟეტი ვითარდება მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოს ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ პატარა სოფრელში და ეხება აფრო-ამერიკელი ქალების სოციალურ მდგომარეობასა და ცხოვრების პირობებს აშშ-ის სამხრეთში. რომანი განსაკუთრებით ეხება ინცესტის, პატრიარქალური შეხედულებებისა და ლესბოსური სიყვარულის თემებს.

ნაწარმოებში მოქმედება მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება მთავარი გმირის, 14 წლის სელის გარშემო, რომელმაც გადაწყვიტა, წეროს წერილები და მსგავსი სახით გაუზიაროს საკუთარი ტკივილი ღმერთს, რადგანაც მის გარშემო აღარავინ დარჩენილა ისეთი ადამიანი, რომელიც მას გაუგებს. მისი უკურნებელი სენით დაავადებული დედა შეხვდება მამაკაცს, რომელიც სელის მრავალ საოჯახო მოვალეობას დააკისრებს და, გარდა ამისა, მასზე იძალადებს. სელის, იმ მიზნით რომ ძალადობა მის უმცროს დას, ნეთის, არ შეეხოს, უწევს მრავალი ფიზიკური თუ სექსუალური შევიწროვების გადატანა, უფრო მეტიც, ის ორსულდება ორჯერ, თუმცა მამამისი ბავშვებს გააშვილებს.

დედის გარდაცვალების შემდეგ მამამისი ხელახლა ქორწინდება, საკუთარ შვილს კი მოუწოდებს, დაქორწინდეს სრულიად უცხო, დაქვრივებულ პიროვნებაზე, რომელსაც ის მოიხსენიებს, როგორც „მისტერ“ და რომელზეც ამიერიდან სელიმ უნდა იზრუნოს მასზე და მის შვილებზე. მისი ქმარი ასევე სცემს და შეურაცხყოფს მას, მაგრამ სელის არ აქვს ძალა და გამბედაობა, აღუდგეს განახლებულ ჩაგვრას. სელის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, როდესაც მისი და — ნეთი — თავშესაფარს ეძებს მამის ძალადობისგან. მაგრამ ამას დიდი დრო არ სჭირდება და „მისტერ“-იც უახლოვდება ნეთის. ნეთი გარბის თავდაცვის მიზნით, თუმცა საკუთარ დას ჰპირდება, რომ ის მუდმივად იქნება კავშირზე და რეგულარულად გამოუგზავნის წერილებს. ამ დროიდან გავიდა დიდი ხანი, რაც ნეთის არაფერი მოუწერია, შესაბამისად, სელი ფიქრობს, რომ ის მკვდარია.

ერთ დღეს, „მისტერი“ სახლში დაპატიჟებს საკუთარ საყვარელს, სახელად შაგ ეივერის, რომელიც პროფესიით მომღერალია. სელი მისით მომენტალურად აღფრთოვანდება, მისი თავდაჯერებითა და სიმამაცით, ხოლო როცა შაგი დაავადდება, სელი მის ერთგვარ ექთნად იქცევა, რა დროსაც ორი აბსოლუტურად განსხვავებული სოციალური სტატუსის პიროვნება უმეგობრდება ერთმანეთს. სწორედ მისგან იგებს სელი, რომ ფიზიკური სიყვარული სრულებით არ არის აუცილებლად ძალადობა და ეს მას ღირსებას მატებს. ამ დროიდან იწყება სელის მიერ წამოწყებული ემანსიპაციური ქმედებები — იგი იწყებს შარვლების კერას თავისთვის და შაგისთვის, რაც, მოულოდნელად, დიდ მოგებაში გადაიზრდება და, ერთგვარად, საკუთარი მეუღლისგან ფინანსურად დამოუკიდებელი პიროვნება ხდება.

მოგვიანებით სელი აღმოაჩენს წერილების ურიცხვ რაოდენობას, რომლის ავტორი მისი და, ნეთი იყო და რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, მისი მეუღლე უმალავდა. ამ წერილებიდან სელი იგებს, რომ ნეთი საკუთარ და სელის შვილებთან ერთად აფრიკაში იმყოფება. ეს აღმოჩნდება მისთვის რწმენის ნაპერწკლის გამღვივებელი, შედეგად, შაგისა და საკუთარი თვითდაჯერების წყალობით, ის საკუთარ მეუღლეს დატოვებს. სელის მამის გარდაცვალების შემდეგ დები მემკვიდრეობით მის სახლს მიიღებენ, რის შემდეგაც ის საკუთარ ორ შვილთან ერთად ბრუნდება ამერიკაში. სწორედ ამ მომენტიდან იწყება სელის ბედნიერებით აღსავსე ცხოვრება.

გამოხმაურება

რედაქტირება

1983 წელს ოუკერს რომანისთვის პულიცერის პრემია მიენიჭა, რითაც ამ ჯილდოს მფლობელი პირველი შავკანიანი ავტორი გახდა.[2]

The New York Times Book Review-ში ამ წიგნზე თქვეს:

„ეს არის შესანიშნავი და კარგად დაწერილი რომანი, რომელიც ადიდებს მის ძლიერ ემოციურ სურათსა და ეპისტოლარულ სტრუქტურას“

მიუხედავად იმისა, რომ რომანმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, ის ასევე იყო დავის საგანი. იგი არაერთხელ აკრძალულა და მიჩნეულა ერთ-ერთ ყველაზე გამომწვევ წიგნად ამერიკულ ლიტერატურაში.[3][4][5] წიგნის აკრძალვის საყოველთაოდ ციტირებული დასაბუთებები მოიცავს სექსუალურ გამოაშკარავებას, პირდაპირ ენას, ძალადობასა და ჰომოსექსუალობას.[6]

წიგნმა უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო 1985 წელს ფილმის ადაპტაციის გამოშვებასთან დაკავშირებული კამათის ფონზე.[7] დაპირისპირება მიმდინარეობდა შავკანიანი მამაკაცების გამოსახულების გარშემო, რაც ზოგიერთმა კრიტიკოსმა მიიჩნია, როგორც შავკანიანი მამაკაცის ძალადობის სტერეოტიპული ნარატივების მკვებავი, ზოგი კი თვლიდა, რომ ეს წარმოდგენა ჭეშმარიტი იყო.

2019 წლის 5 ნოემბერს BBC News-მა The Color Purple 100 ყველაზე გავლენიანი რომანის სიაში შეიყვანა.

ბოიკოტი ისრაელს

რედაქტირება

ავტორს არანაკლებად დიდი პრობლემა შეექმნა ისრაელში. 2012 წელს მან უარყო მოთხოვნა საკუთარი წიგნის ისრაელში გამოცემასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა ჰარვარდის სამართლის პროფესორმა ალან დერშოვიცმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ უოკერმა „მიმართა ძალადობას მისი წიგნების ებრაულენოვანი მკითხველების წინააღმდეგ“.[8] უოკერმა, როგორც აქტირუმა პროპალესტინის აქტივისტმა, საკუთარ ინტერვიუში ისაუბრა, რომ ისრაელი ახორციელებს აპარტეიდს. მან მიმართა ისრაელის მთავრობას, შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა, სხვაგვარად, ავტორის თქმით, მისი მაგნუმ ოპუსი ისრაელში არ გამოქვეყნდება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "National Book Awards – 1983". National Book Foundation. Retrieved 2012-01-26.
    (With essays by Anna Clark and Tarayi Jones from the Awards 60-year anniversary blog.)
  2. 1983 Pulitzer Prize Winners. ციტირების თარიღი: 2016-09-25
  3. Office of Intellectual Freedom. (2013-03-26) 100 most frequently challenged books: 1990-1999 en. ციტირების თარიღი: 2021-06-18
  4. Office of Intellectual Freedom. (2013-03-26) Top 100 Banned/Challenged Books: 2000-2009 en. ციტირების თარიღი: 2021-06-18
  5. Office of Intellectual Freedom. (2020-09-09) Top 100 Most Banned and Challenged Books: 2010-2019 en. ციტირების თარიღი: 2021-06-18
  6. admin. (2013-03-27) Banned and/or Challenged Books from the Radcliffe Publishing Course Top 100 Novels of the 20th Century. ციტირების თარიღი: 2016-09-25
  7. Bobo, Jacqueline (1989-01-01). „Sifting Through the Controversy: Reading The Color Purple“. Callaloo (39): 332–42. doi:10.2307/2931568. JSTOR 2931568.
  8. Jewish Press, Alan Dershowitz: Alice Walker’s Bigotry, June 20, 2012.