იზაბელა დე ბარსელო
იზაბელა დე ბარსელო (პორტ. Isabella de Barcelos; დ. 1402 — გ. 26 ოქტომბერი, 1466) — ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის უკანონო ვაჟის, ბრაგანსას ჰერცოგ აფონსუ I-ისა და მისი ცოლის, ბეატრიზ პერეირა დე ალვიმის ქალიშვილი. 1424 წელს იგი ცოლად გაჰყვა თავის ნახევარ-ბიძა ჟუან პორტუგალიელს, რომელიც 1442 წელს გარდაიცვალა, მაგრამ იზაბელა ამის შემდეგ მეორედ აღარ გათხოვილა.
იზაბელა დე ბარსელო | |
---|---|
დაიბადა | ოქტომბერი, 1402 |
გარდაიცვალა | 26 ოქტომბერი, 1466, (63 წლის) |
საგვარეულო | ბრაგანსები |
მეუღლე(ები) | ჟუან პორტუგალიელი |
შვილ(ებ)ი |
დიოგუ, პორტუგალიის კონშტაბლი ისაბელი, კასტილიის დედოფალი ბეატრიზი, ვიზეუს ჰერცოგინია |
მამა | აფონსუ I, ბრაგანსას ჰერცოგი |
დედა | ბეატრიზ პერეირა |
რელიგია | კათოლიციზმი |
შვილები
რედაქტირებაიზაბელასა და ჟუანს სულ ოთხი შვილი ჰყავდათ:
- დიოგუ (1425-1443), პორტუგალიის კონშტაბლი და წმ. იოანეს ორდენის მეთერთმეტე დიდი მაგისტრი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ისაბელი (1428-1496), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან II-ს, რომელთანაც შეეძინა შემდგომში ესპანეთის გამაერთიანებელი დედოფალი ისაბელ I;
- ბეატრიზი (1430-1506), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ვიზეუს ჰერცოგ ფერნანდუს, რომელთანაც შეეძინა პორტუგალიის დედოფალი ელეონორა ვიზეუელი და პორტუგალიის მეფე მანუელ I;
- ფილიპა (1432-1444), ალმადას ქალბატონი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Isabel de Bragança Arquivado em 5 de dezembro de 2014, no Wayback Machine. Domotica
- dona Isabel de Portugal Arquivado em 3 de março de 2016, no Wayback Machine. FamilySearch Community Trees