ივერი (საკუთარი სახელი)
ივერი — საკუთარი სახელი. გამოხატავს ქართველთა ეთნონიმს. მომდინარეობს იბერიის სამეფოს გვიანდელი სახეცვლილი სახლწოდებიდან — ივერია (იბერი/ჰბერი/ივერი). შუა საუკუნეებში ბევრი ისტორიული წყარო და საკუთრივ ქართული წყაროები ქართველებს მოიხსენიებენ როგორც ივერიელები. შემდგომში ეს ტერმინი ფართოდ დამკვიდრდა XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ცნობილ ქართველ მწერლებშიც. „ივერია“ როგორც საქართველო და ივერი როგორც ქართველი. როგორც მამაკაცის სახელი იგი ახალია, თუმცა უძველესი ფესვებიდან იღებს სათავეს. ამ სახელიდან წარმოსდგა ასევე საკუთარი გვარი — ივერი, რომელსაც ატარებს ცნობილი პრიმადონა თამარ ივერი. ამავე სახელიდან წარმოსდგა ასევე გვარი — ივერიელი, რაც უკავშირდება ცნობილ საეკლესიო მოღვაწეს ანთიმოზ ივერიელს, თუმცა მისი ახლადწარმოქმნის გამო ამ გვარის წარმომადგენლების რაოდენობა ჯერჯერობით ძალიან მცირეა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მამაკაცთა სახელების წარმოშობა და განმარტება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-10. ციტირების თარიღი: 2019-01-19.