ივანე (იოანე) აბაშიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ივანე აბაშიძე.

ივანე ზაალის ძე აბაშიძე, იოანე (იოვანე) კახთ-აბაშიძებორჩალოს მოურავი და ქართლ-კახეთის სამეფოს ქეშიკჩიბაში 1769-1799 წლებში. ერეკლე II-ის მეუღლის ანა დედოფლის ძმა.

აბაშიძე ერეკლე II-ის პოლიტიკის ერთგული მიმდევარი იყო. მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში. როგორც კახეთის მკვიდრს „კახთ აბაშიძეს“ უწოდებდნენ. ასევე იხსენიებს მას ნიკოლოზ ბარათაშვილი პოემაში „ბედი ქართლისა“. იოანე კახთ აბაშიძის და ერეკლე II-ის წერილები გამოაქვენა დეკანოზმა პოლიევქტოს კარბელაშვილმა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კარბელაშვილი პ., ისტორიული მასალა მეფე ირაკლის ცხოვრებისა: ივერია. - 1890.-1 ნოემბ.. - N232. - გვ.3. - გაგრძელება ამავე გაზ. 2 ნოემბ. N233, გვ.3; 3 ნოემბ. N234, გვ.3; 4 ნოემბ. N235, გვ.3-4; 6 ნოემბ. N236, გვ.3; 10 ნოემბ. N240, გვ.2; 20 ნოემბ. N247, გვ.3; 21 ნოემბ. N248, გვ.3; 23 ნოემბ. N249, გვ.3