ივანე პაატაშვილი

ქართველი პუბლიცისტი

ივანე პაატაშვილი (დ. 14 მარტი, 1881, თელავი, რუსეთის იმპერია — გ. უცნობია) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. აქტიურად იყო ჩართული თელავის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი თაოსნობით და უახლოეს პირთა დახმარებით დაარსდა ბიბლიოთეკა, საკვირაო სკოლა, სახალხო წარმოდგენების დრამწრე, საქველმოქმედო საზოგადოება, ქალაქის საბჭო, შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა, კახეთის კავშირი და სხვ.

ივანე პაატაშვილი
დაბადების თარიღი 14 მარტი, 1881(1881-03-14)[1] (143 წლის)
დაბადების ადგილი თელავი, რუსეთის იმპერია[1]
საქმიანობა პუბლიცისტი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა

{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თელავში, 1881 წლის 14 მარტს. 1898 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო თელავის კულტურულ-საგანმანათლებლო და საქალაქო დაწესებულებებში, რის გამოც შეძლო თელავის საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესება. მის სახელს უკავშირდება თელავის ბიბლიოთეკის გახსნა, საკვირაო სკოლის, სახალხო წარმოდგენების დრამწრის, საქველმოქმედო საზოგადოებისა და ქალაქის საბჭოს დაარსება. 1908 წლიდან ივანე პაატაშვილი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი. მისი დამსახურებაა ამ საზოგადოების თელავის განყოფილების გახსნა. მომავალში, არჩილ ჯორჯაძესა და ილია ზარაფიშვილთან ერთად, თელავში საძირკველი ჩაუყარა სოციალ-ფედერალისტთა მოძრაობას. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, იგი თელავის მაზრის პირველი აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. 1918 წლიდან, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისთანავე იმდროინდელ პრესაში წერილებს აქვეყნებდა პროვინციის ყოფა-ცხოვრების შესახებ. ივანე პაატაშვილის გარდაცვალების და დაკრძალვის ადგილი უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება