ივანე ნაკაშიძე

ქართველი თავადი და გენერალ-მაიორი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ივანე ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე (დ. 1848 — გ. 1919) — ქართველი თავადი და გენერალ-მაიორი; თავადი ალექსანდრე ნაკაშიძის ვაჟი.

ივანე ალექსანდრეს ძე ნაკაშია
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1848
გარდაცვალების თარიღი 1919
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სამხედრო სამსახურის წლები 18671917
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები რუსეთ-თურქეთის ომი (1877-1878)
ჯილდოები
  • წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • წმ. სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • წმ. ანას I ხარისხის ორდენი
სამსახურიდან გადადგომა 1917

წარმოშობით იყო ნაკაშიძეების თავადური საგვარეულოდან; 1867 წლიდან მიავლინეს მეფის კანვოის (ბადრაგის) კავკასიის ესკადრონში. რუსეთ-თურქეთის ომის წლებში, პლევნის აღებისას მეთაურობდა „მფრინავ“ სანიტარულ რაზმს.

1901 წლის 27 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის, 1909 წლის 6 მაისს კი გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1914 წლისთვის ირიცხებოდა საარმიო კავალერიაში. მსახურობდა წითელი ჯვრის უწყებაში, იყო წითელი ჯვრის რუსეთის საზოგადოების მთავარი სამმართველოს წევრი, დაჭრილ და დასხიჩრებულ სამხედრო პირთა შემწეობის გაცემის კომისიის წევრი. ყველანაირად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტობას. მისი წყალობით, მრავალმა მათგანმა შემდგომში მიიღო განათლება სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში და დაენიშნა სტიპენდია. ქართველ ახალგაზრდობას არაერთხელ საჯაროდ გამოუცხადებია მისთვის თავისი მადლიერება. 1917 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო.

ივანე ნაკაშიძის გარდაცვალების და დაკრძალვის ადგილი უცნობია.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1877 — წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1911 — წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1913 — წმ. სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1917 — წმ. ანას I ხარისხის ორდენი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ნაკაშიძე“-დან