ივანე თარხნიშვილის ქუჩა
ივანე თარხნიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი); პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვასილ ბარნოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში . თავდაპირველად კობის ქუჩა ერქვა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში). 1948 წელს ეწოდა ივანე თარხნიშვილის სახელი. ქუჩაზეა „წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის“ სამშობიარო სახლი. აქვს 1 გასასვლელი, 1 ჩიხი.
ივანე თარხნიშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვარდისუბანი |
წინა სახელები | კობის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 87, ISBN 978-99928-20-35-3.