ივანე ველიამინოვი
ივანე ალექსანდრეს ძე ველიამინოვი (რუს. Ива́н Александрович Вельяминов; დ. 1771 — გ. 26 ოქტომბერი, 1837, მოსკოვი) — რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი.
ივანე ველიამინოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1771[1] |
გარდაცვალების თარიღი | 1837 ან 26 ნოემბერი, 1837[1] |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
წოდება | ინფანტერიის გენერალი |
ბრძოლები/ომები | ნაპოლეონის ომები |
ჯილდოები | წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი და წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენი |
მონაწილეობდა ომებში საფრანგეთთან (1805-1807, 1812-1814) და შვედეთთან (1808-1809). 1814 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1818-1827 წლებში მეთაურობდა ქვეით დივიზიას საქართველოში. 1827-1833 წლებში იყო ციმბირის ცალკე კორპუსის მეთაური და დასავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორი, 1833 წლიდან — სამხედრო საბჭოს წევრი. მისი უმცროსი ძმა იყო ალექსი ველიამინოვი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Вельяминов, Иван Александрович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4