ივანე გრიქუროვი
ივანე (ვანო) სტეფანეს ძე გრიქუროვი (დ. 5 იანვარი, 1951, ცხინვალი — გ. 27 ნოემბერი, 2021) — სპორტსმენი (ძალოსნობა), მწვრთნელი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1991).
მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი შიმონ კოლეცკი და ბრინჯაოს პრიზიორი ანჟეი ცოფალაკი (პოლონეთი). პერიოდულად მოღვაწეობდა საქართველოსა და პოლონეთში. იყო საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი.[1][2] გარდაიცვალა 2021 წლის 27 ნოემბერს.[3] დაჯილოდებულია ღირსების ორდენით (2000).[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „სპორტული წლის ლაურეატები“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ვანო გრიქუროვი: ვბრუნდები, რათა ახალი ვარსკვლავი გამოვჭედო“. მსოფლიო სპორტი. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ძალოსნობის ლეგენდარული მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა“ (ge). საინფორმაციო სააგენტი რეპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-27. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 161–162.