ივანე ბლინოვი (რუს. Ива́н Гаври́лович Блино́в; დ. 18 ნოემბერი [ძვ. სტ. 5 ნოემბერი], 1872, სოფელი კუდაშიხა, ნიჟეგოროდის გუბერნია, რუსეთის იმპერია ― გ. 8 ივნისი, 1944, იქვე, გოროდეცკის რაიონი, გორკის ოლქი, სსრკ) — რუსი კალიგრაფი და მხატვარ-მინიატურისტი.

ივანე ბლინოვი

ივანე ბლინოვი (1914)
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი/18 ნოემბერი, 1872
სოფელი კუდაშიხა, ნიჟეგოროდის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 8 ივნისი, 1944
გოროდეცკის რაიონი, გორკის ოლქი, სსრკ
მეუღლე(ები) ვერა პავლეს ასული
შვილ(ებ)ი ივანე (ასევე კალიგრაფი), ფილარეტი, ანდრეი. ქალიშვილები: ნადეჟდა, ალექსანდრა, ტაისია, ვასსა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში. პაპა და ბიძა (დედის მხრიდან) ხატმწერები იყვნენ. 1900-იანი წლების დასასრულს ძირითადად მოსკოვში მოღვაწეობდა.

1912 წ. მუშაობდა ხარკოვთან მდებარე საკარმიდამო ნატალიევკაში, რომელიც ეკუთვნოდა მეწარმე პ. ი. ხარიტონენკოს.

1916 წელს 3 თვე გაატარა ცარსკოე-სელოში, წმ. ოლღა მოციქულთასწორის ქალბატონთა ორდენისათვის 3 სტატუტის მხატვრობის შექმნისას, რისთვისაც წერილობითი სამადლობელი მიიღო იმპერატრიცასგან.

1917 წლის შემდეგ ბლინოვის, როგორც კალიგრაფისა და მხატვრის კარიერა ფაქტობრივად დასრულდა. 1920-დან 1925 წლამდე მუშაობდა მისივე მონაწილეობით დაარსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად გოროდეცკში. 1925 წელს დაბრუნდა მშობლიურ სოფელში. სსრკ-ში მისი შემოქმედება წლების განმავლობაში იყო მიჩუმათებული. ივანე ბლინოვის მემკვირდეობისადმი ინტერესმა გაიღვიძა მხოლოდ 1980-იანი წლებიდან.

შემოქმედების პერიოდში, ივანე ბლინოვმა გადაწერა და გააფორმა შუა საუკუნეების სხვადასხვა ჟანრის 200-მდე ხელნაწერი. მხატვარმა შექმნა ცალკეული მინიატურები, 2 ეგრეთ წოდებული ლუბოკი (მხატვრობის ფორმა) კულიკოვოს ბრძოლის გამოსახულებით და რამდენიმე მხატვრული ნამუშევარი სასულიერო-ისტორიულ თემაზე.

ივანე ბლინოვის ნაშრომები აღმოსავლეთ-სლავური კალიგრაფიისა და წიგნის მხატვრობის განვითარების ერთგვარ შემაჯამებლად გვევლინებიან, სადაც თავს იყრის ყოველი საუკეთესო წინარე საუკუნეთა სამხატვრო მემკვირდეობიდან.

გამოქვეყნებული ნაშრომები

რედაქტირება
  • Сказание о князе Михаиле Черниговском и о его боярине Феодоре: Факсимильное воспроизведение лицевого списка из собрания ГИМ / Пер. с древрус. и прил. И. В. Левочкина. М., 1988.
  • Слово о полку Игореве: Факсимильное воспроизведение лицевого списка работы И. Г. Блинова из собрания ГБЛ / Л. А. Дмитриев, Н. К. Гаврюшин, В. П. Гребенюк, И. И. Шкляревский. М., 1988.
  • Покровители семьи и брака святые Петр и Феврония Муромские / Издание выполнено по рукописи Государственного исторического музея: Повесть о Петре и Февронии Муромских. Художник и писец И. Г. Блинов. 1901 г. / Сост., пер. и вступ. ст. Е. М. Юхименко. М., 2012.

თხზულებები

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება