ივანე ბახტაძე (დ. 1886, ჭყვიში, ქუთაისის მაზრა ― გ. უცნობია) ― ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1918 წლის ნოემბრიდან. პარლამენტის წევრი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულ საბჭოს ეწოდა საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის წევრი იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 66.