ივანე ბალიაშვილი (დ. 23 სექტემბერი, 1947, ახალციხე) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი.

ივანე ბალიაშვილი
დაბადების თარიღი 23 სექტემბერი, 1947 (1947-09-23) (77 წლის)
დაბადების ადგილი ახალციხე, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. 1979-1989 წლებში იყო ნინოწმინდის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1989-1991 წლებში იყო ნინოწმინდის რაიკომის პირველი მდივანი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახალციხის მაჟორიტარი). მონაწილეობდა აფხაზეთის კონფლიქტში (1992-1993). 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2002-2006 წლებში იყო ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1986) და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1998).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება