ივანე ბაბალაშვილი
ივანე პავლეს ძე ბაბალაშვილი (დ. 2 ნოემბერი, 1906, თბილისი— გ. 2 ოქტომბერი, 1983, იქვე) — ქართველი გენერალ-მაიორი (1945), ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969).
დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა (1925), მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (დაუსწრებლად, 1941), გენერალური შტაბის აკადემია (1948). მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობაში. 1939–1941 წლებში ცხენოსანი დივიზიის არტილერიის უფროსი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში; ჯერ 47-ე არმიის არტილერიის შტაბის უფროსი იყო, შემდეგ მეთაურობდა 414-ე, 392-ე ქართულ მსროლელ დივიზიებს. 1948-1965 წლებში სამეთაურო თანამდებობები ეკავა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1957-1958 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის გამგე იყო, 1965 წლიდან თადარიგში გავიდა.
ჯილდოები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 117.
- ჩინჩილაკაშვილი ტ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 312.
- Великая Отечественная. Комдивы : военный биографический словарь / [Д. А. Цапаев и др. ; под общ. ред. В. П. Горемыкина] ; М-во обороны Российской Федерации, Гл. упр. кадров, Гл. упр. по работе с личным составом, Ин-т военной истории Военной акад. Генерального штаба, Центральный архив. — М. : Кучково поле, 2014. — Т. III. Командиры стрелковых, горнострелковых дивизий, крымских, полярных, петрозаводских дивизий, дивизий ребольского направления, истребительных дивизий (Абакумов — Зюванов). — С. 148—150.