ივანე ანდრონიკაშვილი (აგრონომი)
ივანე ანდრონიკაშვილი (დ. 23 სექტემბერი [ ძვ. სტ. 10 სექტემბერი], 1862, სოფ. მელაანი, სიღნაღის მაზრა, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 11 ივლისი, 1947, თბილისი) — ქართველი აგრონომი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1887 წელს მოსკოვში დაამთავრა პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემია (ახლანდელი ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია). 1889-1902 წლებში მუშაობდა კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის მთავარ ექსპერტად და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ხალხში აგრონომიის ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით აწყობდა საჩვენებელ ნაკვეთებს, ცდიდა ახალ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებსა და სხვა. 1902-1916 წლებში იყო ბათუმის ქალაქისთავი. მისი რედაქტორობით გამოდიოდა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ვაზი და ღვინო“. 1921 წელს ანდრონიკაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი „სოფლის მეურნე“, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა. 1923 წელს მოსკოვში სრულიად რუსეთის პირველ სასოფლო-სამეურნეო და კუსტარულ-სამრეწველო გამოფენაზე ხელმძღვანელობდა, ხოლო 1939 წელს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე კონსულტაციას უწევდა საქართველოს პავილიონის მოწყობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 450.
- თოდუა, გ. ანდრონიკაშვილი ივანე ზაქარიას ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 151.