ივანეს ბავშვობა (რუს. Ива́ново де́тство) — ანდრეი ტარკოვსკის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც გამოვიდა 1962 წელს. ფილმში ასახულია ობოლი ივანეს ბედი მეორე მსოფლიო ომის დროს. „ივანეს ბავშვობა“ მისი პერიოდის რამდენიმე ფილმთან („მიფრინავენ წეროები“, „ბალადა ჯარისკაცზე“) ერთად, იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ფილმებისგან განსხვავებით, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ბედზე და არა ომში სსრკ-ს მიერ მოპოვებულ სამხედრო წარმატებაზე. ფილმმა მიიღო ოქროს ლომი ვენეციის კინოფესტივალზე.

„ივანეს ბავშვობა“
დამდგმელი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი
სცენარის ავტორი ვლადიმერ ბოგომოლოვი, მიხეილ პაპავა
როლებში ნიკოლაი ბურლიაევი, ვალენტინ ზუბკოვი
კომპოზიტორი ვიაჩესლავ ოვჩინიკოვი
ოპერატორი ვლადიმერ იუსოვი
მონტაჟი ლუდმილა ფეიგინოვა
სტუდია მოსფილმი
გამოსვლის თარიღი 6 აპრილი, 1962
ხანგრძლივობა 95 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირი
ენა რუსული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება