იესუნ თემურ-ყაენი
იესუნ თემურ-ყაენი იგივე იმპერატორი ტაიჯინგი (დ. 28 ნოემბერი, 1293 — გ. 15 აგვისტო, 1328, შანდუ) — იუანის დინასტიის მე-6 იმპერატორი 1323–1328 წლებში, მონღოლთა ნომინალური ყაენი, გამალას ვაჟი, ყუბილაის შვილთაშვილი.
იესუნ თემურ-ყაენი | |
---|---|
Есөн Төмөр хаан | |
მონღოლთა იმპერიის მე-10 დიდი ყაენი და იუანის დინასტიის მე-6 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 ოქტომბერი, 1323 |
მმართ. დასასრული: | 15 აგვისტო, 1328 |
წინამორბედი: | გეგენ-ყაენი |
მემკვიდრე: | რაგიბაღ-ყაენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 ნოემბერი, 1293 |
გარდ. თარიღი: | 15 აგვისტო, 1328 |
გარდ. ადგილი: | შანდუ, იუანის დინასტია |
მეუღლე: | ბაბუხან ხათუნი |
შვილები: | რაგიბაღ-ყაენი |
სრული სახელი: | ისესუნ თემურ-ყაენი |
დინასტია: | იუანი |
მამა: | გამალა, ზენჩინის ვაჟი, ყუბილაის შვილიშვილი |
დედა: | ბუიან ქილმიშ ხათუნი |
რელიგია: | ტიბეტური ბუდიზმი |
იესუნ თემურს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მუსლიმებთან, სწორედ მათი დახმარებით 1323 წელს მოაკლვევინა გეგენ-ყაენი და ავიდა ტახტზე. ცენტრალური ხელისუფლების სათავეში ჩინელებთან ერთად სწორედ მუსლიმი ყირგიზები და უზბეკები მოვიდნენ. იესუნ თემურ-ყაენის მმართველობა იყო შედარებით მშვიდი და სტაბილური, ვიდრე მისი წინამორბედების დროს. იმპერიაში თითქმის არ მომხადა აჯანყება თუ მცირე ამბოხი. ვითარდებოდა კულტურა, ევროპელი მოგზაურების დიდ ყურადღებას იქცევდა ხანბალიქის სავაჭრო ცენტრი.
იესუნ თემური გარდაიცვალა 1328 წელს, 35 წლის ასაკში, შანდუში. მის შემდეგ იუანის იმპერატორისა და მონღოლთა დიდი ყაენის ტიტული ერგო მის ვაჟს, რაგიბაღ-ყაენს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- The Cambridge History of China, vol6, pg539
- Tu-Meng wu erh shih chi, 157. pp.26a
- C.P.Atwood-Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire, p.430
- Thomas T. Allsen-The royal hunt in Eurasian history, p.256
- Henry Hoyle Howorth-History of the Mongols: From the 9th to the 19th Century, p.303
წყარო
რედაქტირება- Man, John (2006). Kublai Khan: From Xanadu to Superpower. London: Bantam Books. ISBN 9780553817188.