იემენის რევოლუცია

იემენის რევოლუცია — ანტისამთავრობო გამოსვლები იემენში, დაიწყო 2011 წლის 22 იანვარს.

იემენის საპროტესტო აქციები

საპროტესტო აქცია სანაში 3 თებერვალს
ადგილმდებარეობა იემენის დროშა იემენი
თარიღი 22 იანვარი, 201127 თებერვალი, 2012
მახასიათებლები დემონსტრაციები.
გარდაცვლილი/ები 2000[1]
დაჭრილი/ები 22 000[1]

27 იანვარს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს იემენის დედაქალაქ სანაში ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გავიდა და პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის გადადგომა მოითხოვა, რომელიც ხელისუფლების სათავეში იდგა 1978 წლიდან. [2]

  • 22 იანვარი – პირველი დემონსტრაცია ქვეყანაში ტუნისის მაგალითის მიხედვით.
  • 27 იანვარი – ახალი საპროტესტო აქციები ქვეყანაში.
  • 2 თებერვალი – იემენის პრეზიდენტმა, ალი აბდალა სალეჰმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ არ აპირებს მომავალ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მას სამუდამო პრეზიდენტობის უფლებას მისცემდა, უკან გაიტანს. ასევე, აღნიშნა, რომ ის არ შეეცდება თავისი ვაჟი გაიყვანოს პრეზიდენტად.[3]
  • 3 თებერვალი – ქვეყნის დედაქალაქ სანას მასშტაბით 20 ათასამდე მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში და ითხოვდნენ პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის გადაგომას.[4]
  • 17 თებერვალი – უსაფრთხოების ძალებს და მთავრობის მომხრეებს შეტაკება მოუვიდათ ანტი-სამთავრობო გამოსვლების მონაწილეებთან, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით უკვე მეშვიდე დღეა აქციებს მართავენ. დაშავავდა ათზე მეტი ადამიანი.[5]
  • 18 თებერვალი - იემენის ქუჩებში, სადაც მერვე დღეა მიმდინარეობს საპროტესტო მსვლელობები, ათეულ ათასობი დემონსტრანტი შეიკრიბა. სანაში იმართება ასევე პრეზიდენტ აბდალა სალეჰის მხარდამჭერი აქციაც.[6]
  • 19 თებერვალი – იემენის პოლიციამ ქალაქ სანაში მრავალათასიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.[7]
  • 20 თებერვალი – საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა იემენში, სადაც პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით სამი ათასი სტუდენტი გამოვიდა დედაქალაქ სანას ქუჩებში. დემონსტარციები გაიმართა ასევ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.[8]
  • 21 თებერვალი – იემენის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მხოლოდ არჩევნებში დამარცხების შედეგად წავა ხელისუფლებიდან. ამის საპასუხოდ ათასობით დემონსტრანტი კვლავ შეიკრიბა პრეზიდნეტის გადადგომის მოთხოვნით. სამხრეთის ქალაქ ადენში უშიშროების ძალებმა დღეს აქციების ერთი მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.[9]
  • 25 თებერვალი – ჯარისკაცებმა დემონსტრანტებს ცეცხლი საპორტო ქალაქ ადენში გაუხსნეს, რასაც, სულ მცირე ოთხი ადამიანის დაღუპვა და ათობით პირის დაჭრა მოჰყვა.[10]
  • 27 თებერვალი – მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ, აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის ანტი-სამთავრობო აქციებს ასი ათასობით ადამიანი შეუერთდა, პარალელურად კი პრეზიდენტ სალეჰის მისივე თემის ორი გავლენიანი ლიდერი განუდგა.[10]
  • 28 თებერვალი – იემენში მრავალათასიანი დემონსტრაციები გრძელდება, საპროტესტო გამოსვლაში, სულ ცოტა, 15 000 ადამიანი მონაწილეობს.[11]
  • 25 მარტი – იემენის პრეზიდენტმა ალი აბდალა სალეჰმა დღეს გამოთქვა მზადყოფნა, სხვას გადააბაროს ძალაუფლება ქვეყანაში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. [12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Yemen says more than 2,000 killed in uprising დაარქივებული 25 March 2012 საიტზე Wayback Machine. . The Washington Post. (19 March 2012).
  2. იემენში ათასობით ადამიანი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
  3. იემენის პრეზიდენტს არ სურს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა
  4. პრეზიდენტის გადადგომას იემენშიც მოითხოვენ
  5. იემენში შეტაკებები მოხდა
  6. იემენის ქუჩებში მრავალათასიანი აქციებია
  7. იემენის პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა
  8. იემენში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა
  9. იემენის პრეზიდენტი: მხოლოდ არჩევნებში წაგების შედეგად წავალ
  10. 10.0 10.1 იემენის პრეზიდენტს თემის ლიდერები განუდგნენ
  11. იემენში მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება
  12. იემენის პრეზიდენტი მზად არის, სანდო ძალას დაუთმოს ძალაუფლება