იეზუიტთა სახელმწიფო პარაგვაიში

იეზუიტთა სახელმწიფო პარაგვაიში – სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, პარაგვაიში 1610-1768 წლებში, დააარსეს იეზუიტებმა ინდიელების ექსპლუატაციის მიზნით. ინდიელების პირველი დასახლებები – რედუქციები, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო პატრიარქალურ-გვაროვნულ ურთიერთობათა და მონობის ელემენტები, იეზუიტთა ორდენის ფეოდალური ორგანიზაციის ფილიალს წარმოადგენდა. ინდიელები იეზუიტებისათის უზარმაზარ სიმდიდრეს ქმნიდნენ. ცხოვრების აუტანელი პირობები, მძიმე შრომა ანადგურებდა ინდიელებს; თუ XVII საუკუნეში რედუქციებში 150 ათ. ინდიელი ცოვრობდა, 1739 წელს მხოლოდ 74 ათასი დარჩა. იეზუიტების სიმდიდრემ და გაზრდილმა ძალაუფლებამ პარაგვაისა და ესპანეთის სხვა კოლონიებში შეაშფოთა ესპანეთის ხელისუფლება; 1768 წელს იეზუიტები განდევნეს ესპანეთის ამერიკული კოლონიებიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება