ეზიდიზმი
ეზიდიზმი[1], მოძველებული — იეზიდიზმი (ორიგინალში - შარფადინ) — ეზიდთა სინკრეტული რელიგია [2], რომელიც შეიცავს ზოროასტრიზმის, ნესტორიანული ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის ელემენტებს[3]. ეზიდებს სწამთ ერთი ღმერთისა და 7 ანგელოზის არსებობის, რომელთა შორის უპირველესი არის მალაქ-ტაუსი (იგივე ჯაბრაილი). დღემდე ეზიდების რელიგიას შენარჩუნებული აქვს მრავალრიცხოვანი ადათ-წესები, რწმენა, რომელიც დაკავშირებულია უძველეს ქურთულ რწმენასთან. ეზიდების რელიგიური დოქტრინა განთავსებულია ორ წმინდა წიგნში - „გამოცხადებისა“ და „შავი“.
ლალიში
რედაქტირებალალიში წარმოადგენს წმინდა ადგილს, ყველა ეზიდთა სალოცავს, რადგან იქ დაკრძალულია შეიხ ადი. ეზიდთა ღვთისმეტყველებაში არის უამრავი წესი და სწავლება, რომელიც ყველა მორწმუნე ეზიდმა უნდა დაიცვას და იხელმძღვანელოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს განსაკუთრებით გამოწვეულია რელიგიის სიწმინდის დასაცავად. არსებობს აგრეთვე ზოგიერთი საკვების აკრძალვის წესი. აგრეთვე კატეგორიულად იკრძალება ლურჯი ფერის ხმარება. არსებობს ტაბუ, რომელიც დაკავშირებულია ცეცხლთან, წყალთან და მიწასთან.
ლეგენდები
რედაქტირებაამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მზისა და ცეცხლის თაყვანისცემა ეზიდებს აძლევს უფლებას ილაპარაკონ ზოროასტრიზმის ელემენტებზე ეზიდიზმში.
მნიშვნელოვანი ადგილი ეზიდიზმში უჭირავს მალაქ-ტაუსის პიროვნებას. მალაქ-ტაუსი იყო პირველი იმ შვიდი ანგელოზთაგან, რომლებიც შეჰქმნა ღმერთმა, „და დასვა ღმერთმა მალაქ-ტაუს-ი ყველა დანარჩენ ანგელოზთა მმართველად“.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ეზიდების რელიგიურ ტრადიციებში „შეიხ-ადის“ პიროვნებას.
ეზიდთა წარმოდგენით შეიხ ადი არა მხოლოდ ისტორიული პიროვნებაა და რეფორმატორი ეზიდიზმისა, არამედ ითვლება ღმერთის მეორე წარგზავნილადაც მალაქ-ტაუსის შემდეგ, როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, მას არ ჰყავდა არც მამა, და არც დედა, იგი იყო წარგზავნილი მალაქ-ტაუსის მიერ – რათა მის მიერ არჩეული ხალხისათვის გაეწია დახმარება, რომ ისინი არ აცდენილიყვნენ ცხოვრების სწორ გზას. შეიხ-ადი არ მომკვდარა და არც არასოდეს არ მოკვდება.
ზოგიერთი სწავლული ამტკიცებს, რომ ღმერთის მესამე წარგზავნილი არის სულთან ეზიდი. მისი წარგზავნა ღვთის წყალობაა და დაკავშირებულია მრავალ ლეგენდასთან. აღსანიშნავია ის, რომ მისი წარმოშობის მნიშვნელობა ძალზე საინტერესოა, რადგან მისი სახელობისაა თვით რელიგიაც. ეზიდები მას მოიხსენებენ თავის მბრძანებელად (ბატონად).
მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ეზიდიზმისა სხვა რელიგიებისაგან განსხვავებით არის ის, რომ ეზიდად შეიძლება მხოლოდ დაიბადო, ამ რელიგიის მიღება შეუძლებელია. მთელი მისი საზოგადოება დაფუძნებულია - კასტა – თეოკრატიულ პრინციპზე. არსებობს სამი კასტა: შეიხები, ფირები და მრიდები. შეიხები და ფირები სასულიერო პირებს წარმოადგენენ. ხოლო მრიდები - მოწაფეებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კიკნაძე ზ., „მარგალიტის საიდუმლო“, ეზიდური სასულიერო საბჭო საქართველოში, ეზიდური კვლევის ცენტრი. თბ., 2017
- ↑ Езиды // Народы мира: историко-этнографический справочник / Гл. ред. Ю. В. Бромлей. — М.: Советская энциклопедия, 1988. — С. 162.
- ↑ Who, What, Why: Who are the Yazidis?. Би-би-си (2014-08-08). ციტირების თარიღი: 2015-07-22.