იეგუდიელი (ტაბატაძე)
მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ერისკაცობაში — გოჩა ბენიამინის ძე ტაბატაძე; დ. 30 იანვარი 1964, ზედა ბერეთისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე) | |||
| |||
---|---|---|---|
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
განათლება: | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი | ||
დაბადების სახელი: | გოჩა ბენიამენის ძე ტაბატაძე | ||
დაბადება: | 30 იანვარი, 1964 სოფელი ზედა ბერეთისა | ||
ბერად აღკვეცა: | 1995 წლის 5 იანვარი | ||
დიაკვნად კურთხევა: | 1995 წლის 29 იანვარი | ||
მღვდლად კურთხევა: | 1995 წლის 15 აპრილი | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 2003 წლის 2 სექტემბერი | ||
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: | 2009 წლის 24 ნოემბერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამთავარეპისკოპოსი იეგუდიელი, ერისკაცობაში გოჩა ბენიამინის ძე ტაბატაძე, დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს საჩხერის რაიონ სოფელ ზედა ბერეთისაში. 1971-1976 წლებში სწავლობდა იმავე სოფლის სკოლაში. 1976 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში. გოჩა ტაბატაძემ სწავლა განაგრძო საგურამოს საშუალო სკოლაში. სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სპორტულ შეჯიბრებში, ჰქონდა წარმატებები. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებულ N79-ე ერთწლიან ტექნიკურ სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, 1982-1984 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საგურამოს სასათბურე მეურნეობის მშენებელ მუშად, დაბა ზაჰეში ელექტროზეინკლად. 1987 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1992 წელს. მონაწილეობდა სამაჩაბლოს სამშვიდობო ოპერაციაში. შემდეგ, როგორც თვითონ აღნიშნავს, „განსაცდელებმა მიმიყვანეს ღვთის აღიარებამდე”. მისი პირველი მოძღვარი იყო ზედაზნის მონასტრის ბერ-მონაზონი მამა ბასილი (მაჩიტაძე).
30 წლის ასაკში, 1994 წლის 30 იანვარს, პირველად ეზიარა წმიდა საიდუმლოს და გადაწყვიტა ზედაზნის მონასტერში დარჩენა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზედაზნის მონასტრის მოძღვარი და საძმო გადაყვანილ იქნა მცხეთის ჯვრის მონასტერში. ეს იყო 1994 წლის დიდი მარხვის პერიოდი. იმავე წლის შობის მარხვაში მორჩილი გოჩა ტაბატაძე აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად იეგუდიელი. 1995 წლის 29 იანვარ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა ბერ-დიაკვნად, იმავე წელს, ლაზარეს, შაბათს მისმა უწმიდესობამ ხელი დაასხა მღვდელ-მონაზვნად. პირველი სამღვდელო მსახურება შეასრულა ქვათახევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში. შვიდი თვის შემდეგ უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა ყაზბეგის რაიონის სოფელ აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში. 2000 წლის 16 ივლისს გერგეტის წმ. სამების სახელობის ტაძარში სიყვარულის დღესასწაულზე მისმა უწმიდესობამ ილია II-მ აიყვანა იღუმენის ხარისხში, ხოლო ორი წლის შემდეგ, 2002 წლის 16 ივლისს, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
2003 წლის 18 აგვისტოს წმიდა სინოდის სხდომაზე, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში შედგა, გამოარჩია საეპისკოპოსო კანდიდატად. იმავე წლის 2 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრებთან ერთად ხელი დაასხა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსად. 2003 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსმა იეგუდიელმა ჩაატაარა პირველი სამღვდელმთავრო წირვა ახლად შექმნილ ეპარქიაში. 2004 წლის 27 ივნისს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაყვანილ იქნა ბოლნისის ეპარქიის მმართველად. 2006 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიას.