იდა ფროინდი

ავსტრიელ-ბრიტანელი ქიმიკოსი

იდა ფროინდი (ინგლ. Ida Freund; დ. 15 აპრილი, 1863 — გ. 15 მაისი, 1914) — ქიმიის პირველი ქალი ლექტორი გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტში[5]. ცნობილია თავისი გავლენით მეცნიერების სწავლებაში, განსაკუთრებით, ქალებსა და გოგონებს შორის. მან დაწერა ქიმიის ორი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო და გამოიგონა გაზის საზომი მილი, რომელიც მის სახელს ატარებს. ამასთანავე, ფროინდის სახელს უკავშირდება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მსგავსი პატარა კექსების გამოცხობის იდეა[6][7].

იდა ფროინდი
გერმ. Ida Freund
დაბ. თარიღი 1863[1]
დაბ. ადგილი ვენა
გარდ. თარიღი 15 მაისი, 1914(1914-05-15)
გარდ. ადგილი კემბრიჯი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 ავსტრიის იმპერია
 გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ქიმიკოსი და მწერალი
მუშაობის ადგილი ნიუნჰემის კოლეჯი[2] [3]
ალმა-მატერი გირტონის კოლეჯი[2] [3]
ნათესავ(ებ)ი Ludwig Straus[4]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის კექსები[6][8]

იდა ფროინდი დაიბადა 1863 წლის 15 აპრილს, ავსტრიაში. დედის გარდაცვალების შემდეგ, იგი ბებიასთან და ბაბუასთან გადავიდა საცხოვრებლად, ვენაში. 1881 წელს, ორივე მათგანი გარდაიცვალა და იგი ინგლისში, ბიძასთან და მეურვესთან — მევიოლინე ლუდვიგ შტრაუსთან გადასახლდა, რომელიც იოახიმის კვარტეტის ცნობილი წევრი და ჰალის ორკესტრის წინამძღოლი იყო (1875-1888)[9]. იდა ფროინდმა, გირტონის კოლეჯში დაიწყო სწავლა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კურსში, პირველი კლასის წოდებები მოიპოვა[9], მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ ენას მხოლოდ სასკოლო დონეზე ფლობდა. კემბრიჯის სასწავლო კოლეჯში, იგი ქიმიის ლექტორი გახდა ქალებისთვის და ერთი წლის შემდეგ, კემბრიჯის ნიუნჰემის კოლეჯს შეუერთდა, როგორც პროფესორის ასისტენტი. 1890 წელს, მან ქიმიის განყოფილების ლექტორის თანამდებობა დაიკავა (1893-1912). გაერთიანებულ სამეფოში, იგი პირველი ქალი იყო, რომელიც უნივერსიტეტში განყოფილების სრულუფლებიან ლექტორად დაინიშნა[9][5]. თავდაპირველად, ფროინდი ნიუნჰემის კოლეჯის პარტნიორი იყო, მოგვიანებით კი — მისი საბჭოს წევრიც გახდა[10].

იქიდან გამომდინარე, რომ იგი სწავლებაზე იყო გადართული, ცოტა დრო დარჩა კვლევებისთვის, რის გამოც, ვერც მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და ვერც დოქტორის. იგი პასუხისმგებელი იყო თავისი სტუდენტების ლაბორატორიულ წვრთნაზე, რომელთაც კოლეჯამდე მცირე ცოდნა ჰქონდათ ქიმიაში, ან საერთოდ არ ჰქონდათ[11]. სტუდენტებს შორის, იგი ითვლებოდა შთამაგონებელ მასწავლებლად და განსაკუთრებული ხასიათის მქონე ადამიანად. ველოსიპედით სეირნობისას მომხდარი ავარიის შედეგად, ბავშვობაში, მან ფეხი დაკარგა, რის გამოც, გადაადგილებისთვის სხვადასხვა საშუალებას იყენებდა — ხელჯოხებს, პროთეზის ფეხს და სამთვლიანი ველოსიპედის მსგავს ინვალიდის ეტლს, რომელსაც მკლავებით მართავდა[9][10]. მისმა შეზღუდული შესაძლებლობამ და ჩაცმის უჩვეულო სტილმა, დამახასიათებელი ფიგურა შექმნა, რომელიც გამორჩეული იყო იდა ფროინდის კოლეგებს და თანამედროვეებს შორის[12][13].

იდა ფროინდი აქტიური ფემინისტი და ქალთა საარჩევნო უფლების მხარდამჭერი იყო. მისი სახელი იმ ქალებს შორისაა, რომელთაც 1900-იანი წლების დასაწყისში ქიმიურ საზოგადოებაში გაწევრიანებისთვის ბრძოლა დაიწყეს[14]. საბოლოოდ, 1920 წელს, მისი გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ, ქალებმა საზოგადოების წევრობის უფლება მოიპოვეს[15]. 1913 წელს პენსიაზე გასვლამდე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი ნიუნჰემში იმყოფებოდა[9]. მისი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ნიუნჰემის ქიმიის ლაბორატორია დაიხურა, რადგან იმ დროისთვის, მდედრობითი სქესის წარმომადგენელ სტუდენტებს, უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილების ლაბორატორიაში მუშაობის უფლება ჰქონდათ. იდა ფროინდი გარდაიცვალა 1914 წლის 15 მაისს, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, როდესაც საკუთარ სახლში თავის მეორე წიგნზე მუშაობდა.

1998 წლის აპრილში, ნიუნჰემის ლაბორატორია მემორიალის სახით აღადგინეს[10]. ამასთანავე, შეიქმნა იდა ფროინდის მემორიალური ფონდი, რომლის მიზანია მდედრობითი სქესის წარმომადგენელ მასწავლებელთა სტანდარტის გაზრდა ფიზიკურ მეცნიერებებში, რაც მათ შემდგომში სწავლის საშუალებას აძლევს. იდა ფროინდის მემორიალური პრემიას ნიუნჰემის კოლეჯი გასცემს[16]. გარდა ამისა, გირტონის კოლეჯი ფროინდის პრემიით აჯილდოებს ფიზიკურ მეცნიერებებში პირველი კლასის აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brock W. H., The case of the poisonous socks : tales from chemistry, Cambridge: RSC, 2011, ISBN 978-1-84973-324-3.
  • Freund I., The Fundamental Principles of Chemistry, Cambridge University Press, 1920.
  • Ogilvie M. B., Ida Freund // Oxford Dictionary of National Biography, 2004, doi:10.1093/ref:odnb/48490.
  • Periodic Table Cupcakes // The Huffington Post, 2012.
  • Palmer B., Ida Freund: Teacher, Educator, Feminist, and Chemistry Textbook Writer // Transactions on Internet Research, 2007.
  1. https://www.oxforddnb.com/view/10.1093/ref:odnb/9780198614128.001.0001/odnb-9780198614128-e-48490;jsessionid=F9E6DD8DE025826D116C57D5A9150C4D
  2. 2.0 2.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  3. 3.0 3.1 Creese M. R. British women of the nineteenth and early twentieth centuries who contributed to research in the chemical sciences // Br. J. Hist. Sci.Cambridge University Press, 1991. — Vol. 24, Iss. 82 Pt 3. — P. 287. — ISSN 0007-0874; 1474-001Xdoi:10.1017/S0007087400027370
  4. http://www.rsc.org/diversity/175-faces/all-faces/ida-freund/
  5. 5.0 5.1 Ida Freund biography. Newnham college, Cambridge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-12. ციტირების თარიღი: 2017-04-14.
  6. 6.0 6.1 Palmer, Bill (July 2007). „Ida Freund: Teacher, Educator, Feminist, and Chemistry Textbook Writer“ (PDF). Transactions on Internet Research. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 15 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 14 January 2014. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Palmer 2007" defined multiple times with different content; $2
  7. Rayner-Canham, M (2008). Chemistry Was Their Life: Pioneering British Women Chemists, 1880-1949. London: Imperial College Press, გვ. 227. DOI:10.1142/p538. ISBN 978-1-86094-986-9. 
  8. Rayner-Canham, M (2008). Chemistry Was Their Life: Pioneering British Women Chemists, 1880-1949. London: Imperial College Press, გვ. 227. DOI:10.1142/p538. ISBN 978-1-86094-986-9. 
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Margaret Hill; Alan Dronsfield. Ida Freund, the first woman chemistry lecturer. RSC Historical Society Newsletter გვ. 14–20. RSC Historical Group, QMUL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2017-04-14.
  10. 10.0 10.1 10.2 Ogilvie, Marilyn Bailey. Freund, Ida. Oxford Dictionary of National Biography.
  11. Freund, Ida (1920). The Fundamental Principles of Chemistry. Cambridge University Press, გვ. preface. 
  12. Smith, Jonathan (2001). Teaching and Learning in Nineteenth-century Cambridge. Cambridge: Boydell & Brewer, გვ. 155. ISBN 9780851157832. 
  13. Sheffield, Suzanne Le-May (2006). Women and science : social impact and interaction, 1. pbk., New Brunswick, N.J. [u.a.]: Rutgers Univ. Press, გვ. 121. ISBN 9780813537375. 
  14. Geoffrey Rayner-Canham (2001). Women in chemistry : their changing roles from alchemical times to the mid-twentieth century. Philadelphia: Chemical Heritage Foundation, გვ. 60. ISBN 0-941901-27-0.  დაარქივებული 2017-09-07 საიტზე Wayback Machine.
  15. Fight for Rights. rsc.org. Royal Society of Chemistry.
  16. Awards from Newnham college. University of Cambridge.