იდა ნოდაკი
იდა ნოდაკი ( გერმ. Ida Noddack, დაბ. ტაკე ; დ. 25 თებერვალი, 1896 — გ. 24 სექტემბერი, 1978) — გერმანელი ფიზიკოქიმიკოსი. აღმოაჩინა რენიუმი. 1934 წელს წამოაყენა ჰიპოთეზა ნეიტრონებით დაბომბვისას მძიმე ქიმიური ელემენტების ბირთვების დაშლის შესახებ.
იდა ნოდაკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 თებერვალი, 1896[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | Wesel |
გარდ. თარიღი | 24 სექტემბერი, 1978[2] [3] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | Bad Neuenahr[1] |
დასაფლავებულია | Hauptfriedhof Bamberg[4] |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | ფიზიკოსი და ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | ფრაიბურგის უნივერსიტეტი და Physikalisch-Technische Bundesanstalt |
ალმა-მატერი | ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი |
მეუღლე | Walter Noddack |
ჯილდოები | კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ და ლიბიხის მედალი[5] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიდა ნოდაკი დაიბადა ლაკჰაუზენში (ამჟამად ვეზელის შემადგენლობაში). 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი ქიმიკოსი გერმანიაში. მას შემდეგ, რაც 1921 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „უმაღლესი ალიფატური ცხიმოვანი მჟავების ანჰიდრიდების შესახებ“, იგი მიიღეს მკვლევარ ქიმიკოსად ბერლინში Siemens & Halske-ის კონცერნის ლაბორატორიაში. გახდა პირველი ქალი გერმანიაში, რომელიც ქიმიურ ინდუსტრიაში ჩაება. 1935-1941 წლებში მუშაობდა ფრაიბურგის უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტში, 1941-1956 წლებში — სტრასბურგის უნივერსიტეტში, ხოლო 1956 წლიდან — ბამბერგის გეოქიმიის კვლევით ინსტიტუტში.
იდა ნოდაკის ძირითადი კვლევები ეძღვნება იშვიათი და გაბნეული ელემენტების გეოქიმიას. ქმართან უოლტერ ნოდაკთან და ოტო ბერგთან ერთად აღმოაჩინა ახალი ქიმიური ელემენტი ატომური ნომრით 75 - რენიუმი - პლატინის საბადოში და კოლუმბიტში (1925-1928). ნოდაკის კვლევითმა ჯგუფმა ასევე იპოვა ახლად აღმოჩენილი ელემენტის კვალი გადოლინიტსა და მოლიბდენიტში. ახალ ელემენტს ეწოდა რენიუმი — rhenium ( ლათ. Rhenus — მდინარე რაინის სახელი, გერმანიის რაინის პროვინციის — იდა ნოდაკის დაბადების ადგილის საპატივსაცემოდ). ამავდროულად, გამოცხადდა 43 ატომური ნომრის მქონე ელემენტის —მასურიუმის( აღმოსავლეთ პრუსიის მასურიის ისტორიული რეგიონის სახელის მიხედვით) აღმოჩენის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი გამოდგა.
1931 წელს გერმანიის ქიმიური საზოგადოების მიერ ქმართან ერთად დაჯილდოვდა იუსტუს ლიბიგის მედლით.
იდა ნოდაკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბირთვული ფიზიკის განვითარებაში, მიუთითა ურანის ბირთვების დაშლის შესაძლებლობაზე უკვე ცნობილი ელემენტების იზოტოპების წარმოქმნით ნეიტრონებით დაბომბვისას. 1934 წელს ენრიკო ფერმიმ გამოაქვეყნა ექსპერიმენტების შედეგები ურანის ნეიტრონების დასხივებაზე, სადაც დაადგინა ტრანსურანის ელემენტების წარმოქმნა (უკვე ცნობილი ბირთვული რეაქციების ანალოგიით). სტატიაში „93-ე ელემენტზე“ ნოდაკმა გააკრიტიკა ფერმის ნამუშევარი და მოიყვანა სავარაუდოდ მიღებული ელემენტების შეცდომების მტკიცებულება ქიმიურ იდენტიფიკაციაში. მან პირველმა განაცხადა, რომ ნეიტრონებით დაბომბვისას ურანის ბირთვები შეიძლება დაიყოს რამდენიმე დიდ ფრაგმენტად, რომლებიც მსუბუქი ელემენტების იზოტოპებია. თუმცა, ნოდაკმა არ წარმოადგინა არც ექსპერიმენტული და არც თეორიული მტკიცებულება, რამაც გამოიწვია მისი ჰიპოთეზის იგნორირება იმ დროის წამყვანი ფიზიკოსების მიერ. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, 1939 წელს, ოტო ჰანმა და ფრიც სტრასმანმა აღმოაჩინეს ბირთვული დაშლის პროცესი.
Საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- იდა ნოდაკ-ტაკეს თითქმის მთელი პროფესიული მოღვაწეობა მეუღლესთან, უოლტერ ნოდაკთან ერთად მიმდინარეობდა. ისინი ერთად საქმიანობდნენ როგორც ქორწინებამდე, ასევე მის შემდეგ ( გერმ. Arbeitsgemeinschaft ). გამონაკლისი იყო სამუშაო სტრასბურგის უნივერსიტეტში, სადაც ხელფასს არ იღებდა. ისინი დაქორწინდნენ 1926 წელს, როდესაც მუშაობდნენ რენიუმის აღმოჩენაზე.
- იდა ნოდაკი სამჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე ქიმიაში (1933, 1935, 1937).[6]
სქოლიო
რედაქტირება{{სქოლიოს სია
- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #117036447 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 FemBio database
- ↑ 3.0 3.1 Munzinger Personen
- ↑ Dr Ida Tacke Noddack
- ↑ https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/liebig-commemorative-medal.html
- ↑ Crawford, E. (May 20, 2002). The Nobel Population 1901—1950: A Census of the Nominations and Nominees for the Prizes in Physics and Chemistry. pp. 278, 279, 283, 284, 292, 293, 300, 301.