იგორ მიტრესკი (მაკედ. Игор Митрески; დ. 19 თებერვალი, 1979, სტრუგა, იუგოსლავიის სფრ) — ყოფილი მაკედონელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა მცველის პოზიციაზე.

იგორ მიტრესკი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
19 თებერვალი, 1979 (1979-02-19) (45 წლის)
დაბადების
ადგილი
სტრუგა, იუგოსლავიის სფრ
სიმაღლე 1.80 მ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1997 მაკედონია
1997—1998 კარაორმანი
1998—1999 ნაპრედოკი
1999—2001 სილეკსი 34 (0)
2001—2004 სპარტაკი მოსკოვი 85 (0)
2005 მეტალურგი ზაპოროჟიე 12 (0)
2006 ბეითარ იერუსალიმი 10 (1)
2006—2010 ენერგი კოტბუსი 69 (0)
2009   ბეერსხოტი 16 (0)
2010 ცსკა სოფია 4 (0)
2010—2014 ნეფთჩი ბაქო 101 (1)
ეროვნული ნაკრები
2001-2011 მაკედონია 70 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

პროფესიოული კარიერა დაიწყო კლუბ „მაკედონიაში“ 1997 წელს. 1997–2001 წლებში ასპარეზობდა მაკედონიის სხვადასხვა კლუბებში. 2001 წელს გადავიდა მოსკოვის „სპარტაკში“ სადაც 117 მატჩი ჩაატარა.[1] 2005 წელს შეუერთდა ზაპოროჟიეს „მეტალურგს“,[2] სადაც მხოლოდ და მხოლოდ 12 მატჩში მიიღო ნონაწილეობა. 2006 წელს თამაშობდა იერუსალიმის „ბეითარში“,[3] ხოლო ამავე წელს კონტრაქტი გააფორმა გერმანულ კლუბ „ენერგიში“, სადაც 2010 წლამდე დაჰყო. 2010-2014 წლებში თამაშობდა ბაქოს „ნეფთჩიში“. აქვე დაასრულა საფეხბურთო კარიერა.

მიტრესკის დებიუტი მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2001 წელს ჩეხეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. ნაკრებში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო 70 ოფიციალურ მატჩში და გაიტანა 1 გოლი.[4]

ტიტულები

რედაქტირება

სპარტაკი მოსკოვი

რედაქტირება

ნეფთჩი ბაქო

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. rus.spartak.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-20. ციტირების თარიღი: 2018-02-09.
  2. Очередные новички «Металлурга». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-19. ციტირების თარიღი: 2018-02-09.
  3. Митрески стал игроком «Бейтара»[მკვდარი ბმული]
  4. Igor Mitreski. MacedoniaFootball. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2010.